რომელი ასაკიდან ჩავურთოთ ბავშვს კონდიციონერი - ცნობილი პედიატრი კონდიციონერის თაობაზე

რომელი ასაკიდან ჩავურთოთ ბავშვს კონდიციონერი - ცნობილი პედიატრი კონდიციონერის თაობაზე

ზაფხულში პატარებიც ისევე წუხდებიან ძლიერი სიცხით, როგორც უფროსები. უფრო მეტადაც, რადგან მათ სხეულებს თერმორეგულაციის უნარი ნაკლები აქვთ. ამიტომ ზედმეტი სიცხე პატარას უფრო ვნებს, ვიდრე ზრდასრულს. ცივილიზებულ სამყაროს კი გასაგრილებლად კონდიციონერზე უკეთესი და ხელმისაწვდომი არაფერი მოუგონია. არადა, როცა საქმე პატარა ბავშვს ეხება, უფროსების უმრავლესობა უფრთხის მას. გავაჩეროთ თუ არა ბავშვი კონდიციონერიან ოთახში, მგზავრობისას ჩავრთოთ თუ არა მანქანაში იგი და საერთოდ, რა უნდა იცოდნენ ბავშვიან ოჯახში კონდიციონერზე. რჩევებს ცნობილი უკრაინელი პედიატრი, ევგენი კომაროსკი გვთავაზობს:

1. რაც მალე შეაჩვევთ ბავშვებს ცივილიზებული სამყაროს მიღწევებს, მით უფრო მარტივად მოხდება მისი ადაპტაცია გარემოში. მიღწევებში კონდიციონერიც შედის. ადრე თუ გვიან, მასთნ შეხება მოუწევს. ამიტომ ნუ გადადებთ ამ პროცესს.

2. ჩვენს ქვეყანაში ის, რისი გამოცდილებაც ბებიების თაობას არ აქვს, მავნედ და დამღუპველად აღიქმება. კონდიციონერიც "ამ დღეშია".

3. ადამიანის ორგანიზმს გარემოში ადაპტირების უნარი აქვს. თუ სამშობიაროდან გამოყვანილ ბავშვს მოათავსებთ ოთხში, სადაც იდეალური ტემპერატურა და ტენიანობაა, არ არის ორპირი, იდეალური სისუფთავეა და მხოლოდ ამ გარემოში ამყოფებთ, ის ძალიან კარგად იგრძნობს თავს, თუმცა კარგად იქნება მხოლოდ ასეთ პირობებში. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი