ბოლო მონაცემები სტამბოლში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ

ბოლო მონაცემები სტამბოლში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ

ბოლო მონაცემებით, სტამბოლში მომხდარ ტერაქტს 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 239-მდე გაიზარდა.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორმა ვასიპ შაჰინმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 13 უცხოელია.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის ირანისა და უკრაინის მოქალაქეები არიან.

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქებები და სროლა გუშინ ღამის საათებში მოხდა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაგის ინფორმაციით, ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

თავდამსხმელებმა ჯერ ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი თავი აიფეთქეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი