თურქეთში გლოვის დღე გამოცხადდა - ბოლო ინფორმაცია გარდაცვლილთა, დაშავებულთა და სტამბოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ

თურქეთში გლოვის დღე გამოცხადდა - ბოლო ინფორმაცია გარდაცვლილთა, დაშავებულთა და სტამბოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ

თურქეთში დღეს ეროვნული გლოვის დღეა გამოცხადებული. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

ბოლო მონაცემებით, სტამბოლში მომხდარ ტერაქტებს 41 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა 239-მდე გაიზარდა.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორმა ვასიპ შაჰინმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 13 უცხოელია.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის ირანისა და უკრაინის მოქალაქეები არიან.

იხილეთ ფოტო: რა ხდებოდა წუხელ სტამბოლის აეროპორტში ტერაქტის პირველ წუთებში - ტრაგედიის ამსახველი ფოტომასალა

დაშავებულთა და დაღუპულთა სიაში საქართველოს მოქალაქეები არ არიან, - ამის შესახებ "იმედის" ეთერში სატელეფონო ჩართვისას თურქეთში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განაცხადა.

შესაბამისად, ასაშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია დაშავებულ ორ ქართველთან დაკავშირებით არ დადასტურდა.

"თურქეთის ხელისუფლებამ გადაამოწმა ეს საკითხი და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ არც დაშავებულების და არც გარდაცვალებულთა სიაში საქართველოს მოქალაქეები, საბედნიეროდ, ამ ეტაპისთვის არ არიან", - განაცხადა კონსულმა.

მისივე თქმით, გაურკვეველია, საიდან გავრცელდა ინფორმაცია აფეთქებების შედეგად ორი ქართველის დაშავების შესახებ.

აქამდე ვრცელდებოდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ სტამბულის ათათურქის აეროპორტში აფეთქების შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა.

სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის, ირაკლი ასაშვილის აზრით, გუშინდელი ტერაქტის შედეგად შეფერხებული მგზავრების ძირითადი ნაწილი თბილისში დღეს გამოემგზავრება.

როგორც ასაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მოქალაქეების პირველი დიდი ჯგუფი - 60 ადამიანამდე - ათათურქის აეროპორტში უკვე გაემგზავრა.

"აეროპორტში მათი გადაყვანა ორგანიზებულად მოხდა. ეს არის ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც კომპაქტურად ცხოვრობდა სტამბოლში. ისინი არიან ორი რეისის Turkish Airlines-ის და Atlas Global-ის მგზავრები", - განაცხადა ასაშვილმა.

გენერალური კონსულის ინფორმაციით, გუშინ მომხდარი ტერაქტის გამო საქართველოში საერთო ჯამში 300-ზე მეტი ადამიანის გამომგზავრება შეფერხდა.

იხილეთ ვიდეო: შემზარავი კადრები ათათურქის აეროპორტიდან - როგორ ახერხებს დაჭრილი ტერორისტი თავის აფეთქებას

"აქედან ნაწილმა გადაცვალა ბილეთები და სხვადასხვა რეისებით მოდიან; ნაწილი განთავსებულია აეროპორტთან ახლოს მდებარე სასტუმროებში. ვვარაუდობ, რომ მგზავრების ძირითადი მასა დღეს გაფრინდება. ერთადერთი, შეიძლება Atlas Global-ის მგზავრების ნაწილი ვერ გაემგზავროს, თუმცა კომპანია მათ სასტუმროთი უზრუნველყოფს", - განაცხადა ირაკლი ასაშვილმა.

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქებები და სროლა გუშინ ღამის საათებში მოხდა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაგის ინფორმაციით, ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

თავდამსხმელებმა ჯერ ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი თავი აიფეთქეს.

იხილეთ ასევე: საზღვრებსა და აეროპორტებში კონტროლი გამკაცრდა - შსს განცხადებას ავრცელებს

ტერაქტებს გადარჩენილი ბავშვების შეხვედრა მშობლებთან - დღის ფოტო სტამბოლიდან

"ემიგრანტები ერთმანეთს ვწერთ და ასე ვიგებთ ამბავს..." - რას ყვება აეროპორტში მომხდარ აფეთქებაზე თურქეთში მცხოვრები ქართველი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი