დღე მე-19- გოჩას და ნატახტარის ქრონიკები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან

დღე მე-19- გოჩას და ნატახტარის ქრონიკები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან

ევროპის ჩემპიონატის მეცხრამეტე დღეს ფეხბურთი არ იყო, მაგრამ გოჩა მაინც მიესალმა ლუდი ნატახტარის და ფეხბურთის მოყვარულებს და თავისი პირდაპირი ჩართვა ლუვრიდან შემოგვთავაზა და შეახსენა მათ, რომ ლუვრშიც კი ფეხბურთია ნატახტართან ერთად.

არასაფეხბურთო დღეს გოჩამ მაყურებლებს ლუვრი დაათვალიერებინა და ძალიან სახალისო კითხვაც დაუსვა ჩართვის დროს. მათგანაც მიიღო სათანადო პასუხები. კითხვა შემდეგნაირი იყო: „მაინტერესებს, რომელი ფეხბურთელის უცნაურ სახელს დაარქმევდით მეზობლის შვილს, რომელმაც წყალი ჩამოგიშვათ და ძალიან გამწარებბული ხართ“ . „ღაჯას ნაინქოლას, ჯეიჯეი ოკოჩა, გენრი მხიტარიშვილი, ზლატან იბრაგიმაშვილი, ზლატან ჯაში, ზლატან თანდარაშვილი, ლიონელ მესხი, გულიკო გულიტი, მიშა მესი და კიდევ ბევრი საინტერესო ვარიანტები დაფიქსირდა პასუხებში ნატახტარის ფეისბუქ გვერდზე.

მოგეხსენებათ, რომ ახლოვდება გამოცდები და გოჩამა გადაწყვიტა დახმარება გაეწია მათთვისაც, ვისაც მატემატიკაში ელის გამოცდა. ჩართვაში მან პირამიდის ფართობის გამოთვლაც ასწავლა მათ. ხოლო იმათ, ვისაც წინ ისტორიის გამოცდა ელოდება, ცბიერი იტალიელი კარდინალი მაზარინის და ლუი მეთოთხმეტეს ძეგლებიც აჩვენა.

შემდეგ ჩართვას გოჩა და ნატახტარი 30 ივნისს შემოგვთავაზებენ. შემდეგ კი ისინი პარიზიდან ბორდოში გადაინაცვლებენ და გერმანია-იტალიის მეოთხედფინალს დაესწრებიან.

გოჩა და ნატახტარი ფეხბურთის გულშემატკივრებს უნიკალურ შანსს აძლევენ, ნახონ ყველა ის საინტერესო ფაქტი და დეტალი, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავენ. ერთი სიტყვით, თუკი მეტი ფეხბურთი გწყურიათ, თუ გსურთ კულისებიდან ნახოთ ის, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავთ. ან არ გიყვართ ფეხბურთი, მაგრამ უბრალოდ გოჩა გიყვართ. მაშინ გოჩა და ლუდი "ნატახტარი" თქვენთვის საფრანგეთიდან მეტი ფეხბურთის ჩამოტანაზე იზრუნებენ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ჩართვის დროს გოჩა თანდარაშვილი არა მხოლოდ ფანზონაში და სტადიოენზე მიმდინარე ამბებს გვაცნობს, არამედ სოციალურ ქსელში, ნატახტარის გვერდზე დასმულ კითხვებს ან უბრალოდ კომენტარებსაც პასუხობს. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ რომ, გააქტიურდეთ და დაუსვათ გოჩას თქვენთვის საინტერესო შეკითხვები ბმულზე:  https://www.facebook.com/natakhtari/videos/1337233156294101/

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი