თამარ ტალიაშვილი, ლანა ღოღობერიძე და ეკა ჭიჭინაძე ხელოვან ქალთა ხელშეწყობის შესახებ

თამარ ტალიაშვილი, ლანა ღოღობერიძე და ეკა ჭიჭინაძე ხელოვან ქალთა ხელშეწყობის შესახებ

საქართველო უძველესი, მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი კულტურის მატარებელი ქვეყანაა, დედაქალაქი თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი კულტურული და ეკონომიკური ცენტრია. კულტურული პოლიტიკა მოიცავს საშუალებათა უზარმაზარ დიაპაზონს, რომელიც კულტურის განვითარებისთვისაა გამიზნული, კულტურის პოლიტიკისთვის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია ხელოვნების და ხელოვანთა თვითმყოფადობის, პლურალიზმისა და თავისუფლების უზრუნველყოფა.

სწორედ რამოდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილეს, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, თბილისის საკრებულომ მემორანდუმი ,,ქალთა ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია’’ (AIWA) - სთან გააფორმა.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი: „,,ქალთა ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია“ თავიზი მიზნებით ეხმიანება კულტურის იმ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ვატარებთ დედაქალაქში. ჩემთვის პირნციპულად მნიშვნელოვანია თბიისი კრეატიულ, შემოქმედებით ცენტრად გარდაიქმნას. ჩვენი მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა გვაქცევს რეგიონის კულტურულ ეპიცენტრად, მაგრამ ბევრი გვაქვს გასაკეთბელი თანამედვორე, კრეატიულ თბილისის ცენტრად გარდაქმნისათვის. რაც შეეხება უშუალოდ ქალთა ხელშეწყობას, მინდა გითხრათ, რომ შემოქმედებით ინდუსტრიებში, ქალთა რაოდენობა 50%-ზე მეტია დასაქმეულთა საერთო მოცულობიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობა იმთავითვე ქალთა გაძლიერებას გულისხმობს. აქვე ავღნიშნავ, რომ კრეატიული ინდუსტრიები ახალგაზრდების დასაქმებაშიც ლიდერია და ეს კიდევ ერთი არგუმენტია ხელი შევუწყოთ შემოქმედებით ინიციატივებს.

,,ქალთა ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია’’ (AIWA) - ს პრეზიდენტი ლანა ღოღობერიძე: „მემორანდუმის გაფორმებით ჩვენ დედაქალაქ თბილისს მეტად ჩავრთავთ ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც გვინდა, რომ განვახორციელოთ „ქალთა ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის“ მეშვეობით, ამაში ვგულისხმობ ქალთა ჩართულობისა და მონაწილეობის უმნიშვნელოვანეს როლს ხელოვნების განვითარებაში. ჩვენი სურვილია კულტურაზე ზრუნვა, ამ სფეროს აღორძინება, განვითარება და მიმაჩნია, რომ თბილისი უნდა იქცეს მთელი რეგიონის კულტურულ ცენტრად, ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ამ მიზნების განხორციელებაში, თამარ ტალიაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ჩართვა, ჩვვენთვის არის არამარტო უბრალოდ მნიშვნელოვანი, არამედ ბუნებრივი პროცესი."

ასოციაციის დამფუძნებელი, ვიცე-პრეზიდენტი ეკა ჭიჭინაძე: „უმნიშვნელოვანესია არსებობდეს ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ხელოვან ქალებს და მიზნად ისახავს მათ მხარდაჭერას. თანამედროვე სამყაროში აუცილებელია ხშირად ვისაუბროთ ისეთ მნიშვნელოვან სფეროზე, როგორიცაა ხელოვნება და მისი განვითარება. მე, როგორც ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი მთელ ჩემს გამოცდილებასა და რესურსებს მივმართავ, რათა ხელი შევუწყო ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. „ქალთა ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის“ ეგიდით უკვე ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ქალი და ხელოვნება ეკონომიკის განვითარებისთვის“, ღონისძიებას ცნობილი ინდოელი კინოვარსკვლავი, პროდუსერი, რეჟისორი, მოცეკვავე და პოლიტიკოსი ჰემა მალინი დაესწრო. კონფერენციის ფარგლებში კონცერტი, კინო ჩვენებები, ფოტო კონკურსი და გამოფენა მოეწყო. თბილისის საკრებულოსთან მემორანდუმი თამარ ტალიაშვილის ინიციტივით გავაფორმეთ, ხელოვნებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის მიზნით. ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები, მივილტვით საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების გაძლიერებისაკენ და გაღრმავებისაკენ, რის განხორციელებასაც თბილისის საკრებულოსა და განათლებისა და კულტურის კომისიასთან თანამშრომლობით მეტად ეფექტურად შევძლებთ.“

მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელი გახდება ხელოვან ქალთა გაძლიერება და სათანადო გარემო-პირობების, ხელოვნების, როგორც ეკომონიკურად სტაბილური სფეროს განვითარების ხელშეწყობა, ასევე საერთაშორისო სახელოვნებო კავშირების გაძლიერება, ხელოვან ქალთა შემოქმედებითი გარემოს გაუმჯობესება, კომპეტენციის ფარგლებში ხელოვნების განვითარება და ხელოვან ქალთა მხარდაჭერის მიზნით, კულტურულ-საგანმანათლებლო ფორუმების, კონფერენციების, შეხვედრების, გამოფენების, ფესტივალების, ,,მასტერკლასების’’ხელშეწყობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ მემორანდუმის ფარგლებში მოხდება ურთიერთთანამშრომლობა და ჩართულობა მიმდინარე, სახელოვნები და ლიტერატურული კონკურსის „თბილისი“ ფორმატში.“

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი