რაზე არის სინამდვილეში, სავალუტო კურსის ცვლილება დამოკიდებული

რაზე არის სინამდვილეში, სავალუტო კურსის ცვლილება დამოკიდებული

ბოლო დროს, და განსაკუთრებით ლარის დევალვაციის შედარებით ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ბევრი ექსპერტი (და არაექსპერტი) ლაპარაკობს, როგორც ლარის შემდგომ გამყარებაზე, ისე ახლა, ამ ბოლოდროინდელ გაუფასურებაზე.

გამოითქვა უამრავი აზრი და ვარაუდი, რაც საბოლო ჯამში დაემსგავსა უფრო მკითხაობას, თუ რა მიზეზით განიცდის ლარის კურსი ასეთ მკვეთრ ცვლილებებს.

მარტივად რომ ვთქვათ, ლარის კურსი არის, მიმოქცევაში არსებული აშშ დოლარის და ლარის "აქტიური" მასის თანაფარდობითი ბალანსი.

რა საკვირველია, რომ ლარის კურსის ცვლილებები განპირობებულია სავალუტო ნაკადების მოცულობებზე (მათ ცვლილებებზე) და მათ ინტენსიურობაზე (იქნება ეს საგარეო ვალდებულებების მომსახურება, თუ პირდაპირი და პორთფელური ინვესტიციები).

აგრეთვე კურსის ცვლილებები დამოკიდებულია უშუალოდ ეროვნული ბანკის მიერ "ღია" ფინანსურ ბაზარზე განხორციელებულ ოპერაციებზე (სავალუტო ინტერვენციები, რეფინანსირების სესხები, სარეზერვო ნორმები, რეპო-ოპერაციები და ა.შ.).

საერთოდ სავალუტო კურსის მკვეთრი ცვლილებები, შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ერთი მიმართულების ტრენდის შემთხვევაში, ძირითადათ დამოკიდებულია არა იმდენად მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე (და თუ ესეა, მაშინ კრიზისული სიტუაციაში ვიმყოფებით), როგორც დამოკიდებულია ვალუტის დევალვაციის (ან პირიქით - რევალვაციის) მოლოდინებზე, რასაც ეძახიან - "დომინოს ეფექტს".

ზუსტად ამიტომაც ხდება, რომ ვალუტის კურსი, როგორც წესი სცილდება ე.წ. "ობიექტურ" მაჩვენებელს, რის შემდეგაც ამას მოყვება კურსის "კორექცია" (კურსის "დაბრუნება" ობიექტურ მაჩვენებელზე).

უნდა ითქვას, რომ ვალუტის კურსი ითვლება სტაბილურ კურსად, როდესაც ის მერყეობს გარკვეულ დიაპაზონში (და არ არის "ერთ ადგილზე გაყინული") და არ გააჩნია მკვეთრი რყევების (ცვლილებების) ტენდენციურობა.

ამასთან ერთად, ეროვნულ ბანკს გააჩნია სავალუტო კურსის რეგულირების საკმაოდ ქმედითუნარიანი მექანიზმები და პირველ რიგში ეს არის - ეროვნული ბანკის ოპერაციები ბანკთაშორისი "ღია" საფინანსო ბაზარზე.

აი რამდენად ეფექტიანად იყენებს ამ შესაძლებლობებს ეროვნული ბანკი - ეს უკვე სხვა საკითხია!

სავალუტო ბაზარი

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის მოქმედებები არაეფექტიანია!

პირველი და მთავარი მიზეზი მდგომარეობს - სავალუტო კურსის ფორმირების არსებულ მექანიზმებზე და მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი სახის ტექნოლოგიებია გამოყენებული (სავაჭრო "ფლატფორმის" სახით) - Bloomberg-ის, Routers - ის თუ "დაშორებული" სავაჭრო ტერმინალების მეშვეობით ორგანიზებული დამოუკიდებელი სავაჭრო სივრცე).

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი