როგორ გამოიყურება ახალი ორსართულიანი მატარებელი, რომელიც მგზავრებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოემსახურება

როგორ გამოიყურება ახალი ორსართულიანი მატარებელი, რომელიც მგზავრებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოემსახურება

"საქართველოს რკინიგზა" მგზავრებს მალე ორსართულიანი ევროპული სტანდარტის შვეიცარული მატარებლებით მოემსახურება. ახალი მატარებელი საქართველოში 17 ივლისს შემოვა და ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ, თბილისიდან ბათუმის მიმართულებაზე დადგება. ელექტრომატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით შეჩერების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში - ბათუმში, ქობულეთსა და ურეკში გაჩერდება. როგორც ცნობილია, ოთხივე ერთეულის ღირებულება თავისი ნაწილების მარაგით 40 მილიონ ევროზე ნაკლებია, თუმცა ეს მგზავრობის ბილეთის ფასზე გავლენას არ იქონიებს და ფასი უცვლელი დარჩება.

Stadler Kiss მოდელის მატარებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზეა გათვლილი. მათთვის მატარებელში არის ლიფტები და სველი წერტილები. გარდა ამისა, საპირფარეშოში ჩვილ ბავშვთა მოვლისათვის საჭირო სპეციალური მაგიდაა განთავსებული.

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, Stadler Kiss მოდელის მატარებელი ევროპის ყველაზე მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აღნიშნული მოდელის მატარებელი შვეიცარიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში კურსირებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი