რა წავიკითხოთ არდადეგებზე - წიგნები 12+ ასაკის მკითხველისთვის

რა წავიკითხოთ არდადეგებზე - წიგნები 12+ ასაკის მკითხველისთვის

საზაფხულო არდადეგებს წიგნი ისევე "უხდება", როგორც ჰამაკი და შლოპანცები. ყოველ შემთხვევაში, წიგნის მოყვარულები ასე ფიქრობენ. თავისუფალი დრო, დასვენებული გონება და სუფთა ჰაერი იდეალური პირობებია მორიგი წიგნის "გასაცნობად". თინეიჯერებს, შეიძლება, იდეალური არდადეგები ცოტა სხვანაირად წარმოუდგენიათ, მაგრამ მათაც იციან, რომ თუ ჩანთაში "საშენო" წიგნი გეგულება, მის წასაკითხად მყუდროდ მოკალათებას ყველგან შეძლებ.

რა შეიძლება წაიკითხოს დასასვენებლად წასულმა ახალგაზრდამ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს ძალიან ადვილია. წიგნის მაღაზიებში მთელი სერიებია წარმოდგენილი, რომლებიც სპეციალურად 13- 19 წლის ასაკის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. ეს სერია სახელწოდებით "ლიბერთინსი" უკვე უამრავი თინეიჯერის წიგნის თაროზეა. მეტიც, ბევრმა ბავშვმა სწორედ ამ წიგნების შემდეგ დაიწყო კითხვაც და ბიბლიოთეკის შევსებაც. ამ თანამედროვე გამოცემების სამყარო გაცილებით საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა ჩვენი შვილებისთვის, ვიდრე კლასიკური საბავშვო თუ სათავგადასავლო ლიტერატურა.

ვინაიდან წიგნის მაღაზიებს კარგად ახსოვთ "ლიბერთინსის" გამოცემებზე შექმნილი რიგები, საზაფხულოდ წასაკითხი ლიტერატურის ჩამონათვალიც მარტივად შედგა. რა შეიძლება წაიკითხონ ზაფხულის არდადეგებზე თინეიჯერებმა? ამ ჩამონათვალში მხოლოდ ლიბერთინსის წიგნები არ შედის. რამდენიმე ნაწარმოები სხვა სერიებიდანაა. აქვე გთავაზობთ მოკლე ანოტაციებს, რათა უფრო იოლად აარჩიოთ თქვენთვის საინტერესო მათგანი.

წიგნის ქურდი - მარკუს ზუზაკი

1939, ნაცისტური გერმანია. ცხრა წლის ლიზელის მშობლები საკონცენტაციო ბანაკში გაგზავნერს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას, ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე- ესჰიმელ- სტრიტის დაბომბვის ისტორიაა.

გამღები - ლუის ლოური

ცხოვრება თემში, რომლის წევრია ჯონასი, იდილიურია. დანიშნული მშობელი დედები ბადებენ ახალ ბავშვებს, რომლებსაც ანაწილებენ შესაფერის ოჯახურ ერთეულებში, თითოეულში _ ერთ მამრს და ერთ მდედრს. ყველა მოქალაქეს ჰყავს პარტნიორი და აქვს სამუშაო. კითხვების დასმა აზრად არავის მოსდის. ყველა მორჩილია. თემი არის სამყარო, სადაც არ არსებობს კონფლიქტი, უთანასწორობა, დაპირისპირება, უმუშევრობა, უსამართლობა... და არც არჩევანი.

ყველა ერთნაირია.

გარდა ჯონასისა.

წყლის საიდუმლო - ემი იტერანტა

კაცობრიობამ უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა განიცადა, დედამიწამ სახე იცვალა, წელიწადის დროები ცარიელია.

17 წლის ნორიას ძალიან რთული მისია აქვს

ლაბირინთში მორბენალი - ჯეიმზ დაშნერი

ლიფტში გაღვიძებულ თომასს თავისი სახელის გარდა არაფერი ახსოვს. თომასი სრულიად უცხო, მასავით მეხსიერებადაკარგული ბიჭების გარემოცვაში ხვდება.

"სასიამოვნოა შენთან შეხვედრა, შენქ, კეთილი იყოს შენი ფეხი კორდში".

კორდის ვეება კედლების მიღმა უსასრულო მოძრავი ლაბირინთია. კორდიდან გასასვლელი ერთადერთი გზა ლაბირინთზე გადის, თუმცა ჯერ მისგან თავი არავის დაუღწევია.

მალე ყველაფერი შეიცვლება.

გამოჩნდება გოგო. კორდის ისტორიაში პირველი. ის ბიჭებს შემაძრწუნებელ ახალ ამბავს მოუტანს.

თუ დავრჩები - გეილ ფორმანი

მია ფიქრობდა, რომ ადრე რთული არჩევანის წინაშე იდგა: დარჩენილიყო თუ არა პირველ სიყვარულთან, მუსიკასთან, და, ამის გამო, მეგობარი ბიჭი, ოჯახი და მეგობრები მიეტოვებინა?

მერე, თებერვლის ერთ დილას, მია ოჯახთან ერთად მანქანით გაემგზავრა, ავარიაში მოჰყვა და ყველაფერი შეიცვალა. ერთის გარდა ...

ჰოლი სმეილი- გიკი გოგო

გიკი + მოდელი = გამდიდრებას გრაფიტის ახალი კოლექციით, მაგრამ ბიჭების არაფერი გაეგება. ეს ცხადია. ტოკიოში თავბრუდამხვევი მოგზაურობისა და სამოდელო სამუშაოს შესრულებისას, ჰარიეტს მოუწევს, მისი ინტელექტუალური რესურსი სრულად გამოიყენოს, რათა განსაზღვროს, როგორ მოიქცეს სამომავლოდ..

ჯეიმზ დაშნერი - ცეცხლით გამოცდა - ლაბირინთიდან გამოღწევით, თითქოს, ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო...

აღარც თავსატეხები, აღარც ვარიაციული ცდები და აღარც სირბილი! _ თომასი დარწმუნებული იყო, რომ ლაბირინთიდან გამოღწევის შემდეგ ის და მისი მეგობრები ძველ ცხოვრებას დაუბრუნდებოდნენ, თუმცა, არც ერთს აღარ ახსოვდა, როგორი იყო მათი ცხოვრება.

გეილ ფორმანი - სად წავიდა

"სად წავიდა" გაგრძელებაა რომანისა ,,თუ დავრჩები".

ელის სიბოლდი - საყვარელი ძვლები

14 წლის სიუზი სელმონი მოკლეს!ის უკვე ზეცაშია. დაჰყურებს ამ ახალი და უცნაური ადგილიდან დედამიწად და ხედავს ცხოვრებას, რომელის მის გარეშე გრძელდება. სკოლის მეგობრებს, რომლებიც სიუზის გაუჩინარებაზე ათას ჭორ- მართალს ჰყვებიან.

მკვლელებს ეძებენ!

როგორ დასრულდება ეს ამბავი?

დელირიუმი - ლორენ ოლივერი

ერთი გვირგვინისთვის 35 გოგო იბრძვის. ეს სიცოცხლისთვის შეჯიბრია..

რჩეულებს განსაკუთრებული სამოსი, ფასდაუდებელი ძვირფასეულობა, სასახლეში ცხოვრება და პრინც მაქსონის გულის მოსაგება ელით.

მერისა მეიერის - სინდერი

მოსახლეობას სასიკვდილო სენი ემუქრება! კოსმოსიდან სხვა საფრთხე მოდის: არავინ იცის, რომ მთელი დედამიწის ბედი ერთ გოგონაზეა დამოკიდებული...

სინდერი ნიჭიერი მექანიკოსი და კიბორგია!

მე აქ ვიყავი- გეილ ფორმანი

ქოუდი და მეგი განუყრელი მეგობრები იყვნენ. გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს, სანამ განგებამ არ გაყარა. მეგი მოტელის ოთახში განმარტოებული, ძლიერი ქიმიური ხსნარით თავს იკლავს. ქოუდი გაოგნებული და განადგურებული რჩება. ის და მეგი ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ და მეგობრის დეპრესია როგორ გამოეპარა? მაგრამ, როდესაც ქოუდი მეგის ნივთების წამოსაღებად მიემგზავრება ქალაქში, სადაც იგი სწავლობდა, იგებს, რომ მეგობარი ბევრ რამეს უმალავდა.

PlayList- ის საიდუმლო - მიშელ ფალკოფი

აი, რა იცის სემმა: იყვნენ წვეულებაზე, იჩხუბეს, მეორე დილით კი საუკეთესო მეგობარი გარდაცვლილი ნახა. მას მეგობრისგან დარჩა მეხსიერების ბარათზე საგანგებოდ მისთვის ჩაწერილი სიმღერები და წერილი: "მოუსმინე და ყველაფერს მიხვდები". მოკლედ – დიდი საიდუმლო, რაც სემმა უნდა ამოხსნას.

სიკვდილით განკურნება - ჯეიმზ დაშნერი

თომასმა იცის, რომ უკეთურის ნდობა არ შეიძლება. მათ ბიჭს მეხსიერება დაუკარგეს და ლაბირინთში გამოამწყვდიეს; მერე სასიკვდილოდ გაწირეს; უახლოეს მეგობრებს – კორდელებს – დააშორეს. ახლა უკეთური ირწმუნება, რომ სიცრუის ხანა დასრულდა, მათ ხელთ აქვთ ყველა საჭირო მონაცემი და მეხსიერებადაბრუნებული კორდელების იმედად არიან. მოზარდების მისია ელვარებისგან განსაკურნი მატრიცის შექმნაა.

ონლაინგოგო- ზოი საგი

პენის საიდუმლო აქვს, ის ბლოგერი ხდება და იწყებს წერას მეგობრობაზე, ბიჭებზე, სკოლის ამბებზე, თავის არაჩვეულებრივ ოჯახსა და შიშზე, რომელიც მისი ცხოვრების თანმდევია და მოსვენებას უკარგავს. ვინაიდან პენის ამ თემებზე საუბარი ღიად არ სურს, ფსევდონიმს ირჩევს – ონლაინგოგო. როცა რეალურ ცხოვრებაში, კერძოდ სკოლაში, ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბება, პენის მშობლები გადაწყვეტენ, დათანხმდნენ ხელსაყრელ წინადადებას და საშობაოდ, შვილებთან ერთად გაემგზავრონ ნიუ- იორკში, სადაც სასტუმრო "უოლდორფ ასტორიაში" ქორწილის ორგანიზება ევალებათ. სწორედ იქ გაიცნობს პენი ნოეს – მოხდენილ, გიტარით გატაცებულ ამერიკელს. შეყვარებული ონლაინგოგო "ბრუკლინელ ბიჭთან" გატარებულ ყოველ დღეს თავის ბლოგზე წერს. ნოეც რაღაც მნიშვნელოვანს მალავს, როცა ორივე საიდუმლო ერთდროულად გამჟღავნდება და მთავარი გმირების სიყვარულს საფრთხე დაემუქრება, საინტერესოა, როგორ გაუმკლავდებიან მას პენი და ნოე.

ლურჯის ძიება - ლუის ლოური

სამყაროში, სადაც მთავარი გმირი ცხოვრობს, ლურჯი ფერი არ არსებობს. ეს ადგილი უფრთხის და თავიდან იშორებს სუსტებს. ობოლ, ხეიბარ კირას კი დიდი საფრთხე ელის. მტრად ქცეული მეზობლების იმედად ვერ იქნება. მას დახმარების ხელს მხოლოდ ერთი ბიჭუნა უწვდის. კირა სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს! გოგონა მძიმე განაჩენისათვის ემზადება, თუმცა, მეურვეთა საბჭო მის გაწირვას არ აპირებს.

ლეგენდა- მერი ლუ

თხუთმეტი წლის დეი ქვეყნის პირველი

ძებნილია. თუმცა, არც ისეთი ბოროტმოქმედია, როგორიც ჰგონიათ.

თხუთმეტი წლის ჯუნი კი რესპუბლიკის ერთ- ერთი უმდიდრესი რაიონის

ელიტურ ოჯახში დაბადებული სამხედრო გენიოსია. ჯუნისა და

დეის, ცხოვრებისეული გზების გადაკვეთა ძალიან საინტერესო აღმოჩნდება

ელინორი & პარკი

ელინორი - წითური თმა, უცნაური ჩაცმულობა. ზურგს უკან უდგას ბიჭი , ვიდრე არ მოიხედავს, გარინდული უწევს გვერდით, ვიდრე არ გამოიღვიძებს. . . პარკთან შეხვედრის შემდეგ, იმ კოსმონავტს ჰგავს, ერთბაშად რომ დაკარგა დედამიწასთან კავშირი. მსუქანია, მაგრამ პუტკუნა ტუჩები ნაკლად ვერ ჩაითვლება.

პარკი - ყოველთვის იცის, გოგონას რომელი სიმღერა მოეწონება და რომელი - არა. წინასწარ ხვდება, რისი თქმა უნდა და, ვიდრე ელინორი თხრობას დაასრულებს, უკვე იცინის. სხვა გოგონები ისე "ამოაგდო", როგორც კომპიუტერმა უცხო ფორმატის დისკი, მასთან შეხებისთანავე კი მაშინვე მიხვდა, რომ "წაიკითხა"...

თექსვმეტი წლის გოგო და ბიჭი. უკვე საკმაო დიდები არიან და იციან, რომ პირველი სიყვარული დიდხანს არ გრძელდება, მაინც ჰყოფნით გამბედაობა, სცადონ

მეხუთე ტალღა (რიკ იანსი)

პირველი ტალღის შემდეგ დედამიწაზე წყვდიადმა დაისადგურა. მეორეს მხოლოდ იღბლიანები გაექცნენ, მესამეს მხოლოდ უიღბლონი გადაურჩნენ. მეოთხემ კი ერთადერთი წესი დატოვა: არავის ენდო! ახლა მეხუთე ტალღის განთიადია! რას მოიტანს ის? მარტო დარჩენილმა კესიმ უკვე იცის, რომ ისინი ‒ უცხოპლანეტელები ‒ ჩვენ შორის არიან და გადარჩენილებს ხოცავენ.

პირველი მოთამაშე, მოემზადე! - ერნესტ კლაინი

როგორც კაცობრიობის დიდი ნაწილი, უეიდ უოთსიც, პირქუში გარემოსგან თავდასაღწევად, მთელ დროს ოაზისში ატარებს - უზარმაზარ ვირტუალურ უტოპიაში, სადაც შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, იცხოვრო, ითამაშო და იპოვო გულისსწორი. და როგორც ყველა, უეიდიც ოცნებობს, მოიპოვოს სანუკვარი პრიზი. რომელიც ამ ვირტუალურ სამყაროშია დამალული. ოაზისის შემქმნელმა, მილიარდელმა, ჯეიმზ ჰელიდეიმ, ათასი თავსატეხი დააპროგრამა მაძებართათვის, სამაგიეროდ, ვინც ყველა დაბრკოლებას გადალახავს, უზარმაზარი თანხის მფლობელი გახდება, უკვე, რეალურ სამყაროში.

პანდემონიუმი (ლორენ ოლივერი)

"თავს ვაიძულებ, კოშმარებზე აღარ ვიფიქრო, თავს ვაიძულებ, ალექსზე აღარ ვიფიქრო, თავს ვაიძულებ, ჰანასა და ძველ სკოლაზე აღარ ვიფიქრო. თავს ვაიძულებ. თავს ვაიძულებ. თავს ვაიძულებ! როგორც რეივენმა მასწავლა. ჩემი ძველი ცხოვრება გაქრა. ძველი ლინა მკვდარია. მე ის დავასამარე. ღობის იქით დავტოვე, ცეცხლსა და კვამლში". – აკრძალული სიყვარულის ამბავი გრძელდება. ლინა ჰოლოუეი სახიფათო გზას ადგას. ტევრიდან ბრძოლის ეპიცენტრში მოხვდება და თანაც განსაკუთრებული მისიით. თუმცა უნებურად, დაგეგმილი გატაცების მონაწილე ხდება. ლინამ გამოცდას უნდა გაუძლოს და ამასობაში ჯულიენი გამოჩნდება... ამ საინტერესო რომანში მოთხრობილია თავგანწირული ბრძოლის შესახებ. რომელიც, სადაცაა, რევოლუციის ნაპერწკალს გააღვივებს.

არ ილაპარაკო (ბეკა ფიცპატრიკი)

ნორა გრეის ჯერ არავისთან გაუბამს რომანი... ის არასოდეს დაინტერესებულა თანაკლასელი ბიჭებით.. თუმცა ყველაფერი პაჩის გამოჩენასთან ერთად იცვლება, რომელიც თავისი ეშმაკური ღიმილითა და წყვდიადივით შავი თვალებით თითქოს ნორას სულში იცქირება. ნორამ, უკვე აღარ იცის ვის ენოდს. პაჩი ყოველთვის იქ არის, სადაცა ნორა და მის შესახებაც, თითქოს ყველაზე მეტი იცის. ნორას ვერ გადაუწყვეტია, მიიღოს მისი სიყვარული თუ გაიქცეს და დაიმალოს. აქ უკვდავები და დაცემულები ერკინებიან ერთმანეთს

მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა- ჯესი ენდრიუსი

ეს არის წიგნი იმ ბიჭებზე, რომლებიც თავს აჩვენებენ, თითქოს სასტიკები და ცინიკოსები არიან, სინამდვილეში კი კეთილი გული აქვთ და მეგობრობა იციან. ასეთია გრეგი და მისი ძმაკაცი ერლი. გოგონა კი, რომელიც ლევკემიით იტანჯება, მათი სკოლელია, თუმცა ბიჭების ყურადღებითა და სიმპათიით არ სარგებლობს. ყველაფერი შეიცვლება მაშინ, როცა ისინი უჩვეულო გარემოებაში ერთად აღმოჩნდებიან, როცა მათი გზები გადაიკვეთება და როცა კინოკამერა ჩაირთვება!

ონლაინ გოგო

საგასტროლო ტურნე პენი პორტერი და ნოე ფლინი ისევ ერთად არიან – ეს ყველამ იცის. თუმცა, მათ ცხოვრებაში სიახლეც ბევრია: "სამუდამო უარი ონლაინს" – ეს ბლოგერ პენის გადაწყვეტილებაა! საგასტროლო ტურნე ევროპის გარშემო – ეს კი როკერ ნოეს ოცნების ახდენაა! რაც მთავარია, ნოე სამოგზაუროდ პენისაც ეპატიჟება.

შეყვარებულ წყვილს თავბრუდამხვევი თავგადასავალი და დიდი გამოცდა ელის! ჩემოდნები ჩალაგებულია. გეგმა შედგენილი. წინ ბერლინი, რომი, პარიზია! როგორ გამოიჩენენ თავს ექსტრემალურ სიტუაციაში, ან როგორ გაუმკლავდებიან განსაცდელს, როცა სიუჟეტი დეტექტივივით განვითარდება? ოჯახი და მეგობრები პენის დასახმარებლად მუდამ მზად არიან, თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ მან უნდა მიიღოს.

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი- სილმარილიონი

ამ წიგნში თქვენ გაეცნობით ტოლკინის გამოგონილ, გასაოცარ სამყაროს. თქვენ წინაშეა მატიანე შუახმელეთისა და მთელი ქვეყნიერებისა; ბერენისა და ლუთიენის ამბავი, ტრაგიკული თავგადასავალი ტურინ ტურამბარისა; ელფთა, ჯუჯათა, კაცთა, ორკთა და სხვა კეთილ თუ ბოროტ არსებათა ბევრისთვის უკვე ნაცნობ თუ უცნობ გმირთა წარმოშობის ისტორია ნებისმიერი ასაკის მკითხველს მოხიბლავს.

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი - ბეჭდების მბრძანებელი

უნიკალური ჯადოქრული სამყაროს შემქმნელი მწერლის, მთელ მსოფლიოში უპოპულარულესი წიგნების ავტორის 6- ტომეული ნებისმიერი ქართველი მკითხველის ბიბლიოთეკას გაამდიდრებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი