ეროვნულ გამოცდებზე მოქცევის წესები - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ეროვნულ გამოცდებზე მოქცევის წესები - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

1-ლი ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

წელს პირველად, გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება. საქართველოს მასშტაბით 21 საგამოცდო ცენტრი სრულ მზადყოფნაშია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი აპლინკანტებს გამოცდაზე მოქცევის წესების მაქსიმალურად დაცვას სთხოვს.

შარშანდელი პრეცენდენტიდან გამომდინარე, როდესაც საგამოცდო ცენტრში ნასვამი აბიტურიენტი გამოცხადდა, გამოცდაზე მოქცევის წესებს კიდევ ერთი პუნქტი დაემატა, რომელიც ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში, აპლიკანტის გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოხსნას ითვალისწინებს.

Ambebi.ge გთავაზობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილ გამოცდაზე მოქცევის წესებს:

• გაითვალისწინეთ, რომ მერხზე არ უნდა დააწყოთ არც ერთი ნივთი გარდა იმ ნივთებისა, რომლებიც გამოცდის დაწყებამდე დაგირიგდათ. წყალი პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ დადგათ იატაკზე;

• პასუხების ფურცელს დაკვირვებით გადახედეთ კურატორთან ან მეთვალყურესთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ ის დაუზიანებელია, რის შემდეგაც სექტორის უწყისში მოაწერთ ხელს დაუზიანებელი პასუხების ფურცლის მიღების თაობაზე (ხარვეზიანი პასუხების ფურცელი შეიცვლება);

• პასუხების ფურცელზე კურატორის ან მეთვალყურის მიერ დაკრული შტრიხკოდის ნომერი თავად გადაიტანეთ სექტორის უწყისის შესაბამის გრაფაში;

• კურატორს ან მეთვალყურეს მხოლოდ ხელის აწევით შეგიძლიათ მიმართოთ;

• ტესტზე მუშაობის დაწყება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეთვალყურე ან კურატორი მოგცემთ მითითებას და დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა;

• თუ დროზე ადრე დაასრულებთ ტესტზე მუშაობას და პასუხების ფურცლის შევსებას, ხელის აწევით ანიშნეთ მეთვალყურეს ან კურატორს, რომლებსაც დადგენილი წესით ჩააბარებთ შავი სამუშაოსათვის განკუთვნილ

ფურცელსა და პასუხების ფურცელს, რასაც დაადასტურებთ უწყისში ხელმოწერით და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებთ საგამოცდო სექტორს;

• გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მეთვალყურე ან კურატორი შეგახსენებთ დროს, რათა დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა;

• დრო არავის დაემატება (გარდა იმ პირებისა, რომლებსაც სამედიცინო ცნობით დადასტურებული ფუნქციონალური დარღვევები აღენიშნებათ).

აპლიკანტი გაფრთხილებას მიიღებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დარღვევის შემთხვევაში:

• კურატორის ან მეთვალყურისათვის ტესტის შინაარსთან დაკავშირებული კითხვების დასმა;

• საგამოცდო პროცესის დროს საუბარი, ერთმანეთთან გადალაპარაკება ან რაიმე ფორმით ერთმანეთის დახმარების მცდელობა;

• მეთვალყურის ან კურატორის მითითებამდე ტესტზე მუშაობის დაწყება;

• საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.

ერთი გაფრთხილების შემდეგ იმავე ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში აპლიკანტი მოიხსნება გამოცდიდან.

გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოხსნას შემდეგი წესები ითვალისწინებს:

• ლექსიკონის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს (მათ შორის საათის) გამოცდაზე შეტანისა და მათი თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში;

• დამხმარე მასალის გამოყენების ან აღმოჩენის შემთხვევაში;

• წესრიგის უხეში დარღვევის, აგრეთვე, საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;

• ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

აპლიკანტი უნდა დაემორჩილოს გამოცდის კურატორის, მეთვალყურის ან სხვა პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილებას, მათ შორის, გამოცდიდან მოხსნის შესახებ.

საგამოცდო პროცესის მონაწილე რომელიმე პირის/პირების მიერ დადგენილი პროცედურის დარღვევის შემთხვევაში, უფლება გაქვთ იმავე დღეს წარმოადგინოთ საპრეტენზიო განაცხადი საგამოცდო ცენტრის შენობაში.

გამოცდებზე წელს 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული. ამასთან, მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს დღეს, გამოცდის წინა დღეს დასვენებას ურჩევს.

ნატალია დადიანი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი