"ლუკა ჩხარტიშვილის დედა შეცდომაშია შეყვანილი"... - ნანუკა ჟორჟოლიანის პასუხი

"ლუკა ჩხარტიშვილის დედა შეცდომაშია შეყვანილი"... - ნანუკა ჟორჟოლიანის პასუხი

დღეს დილიდან ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ იმ პოსტს, რომელიც ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს ლუკა ჩხარტიშვილის დედამ მიუძღვნა. განცხადებაში ქალბატონი ტელეწამყვანს პირობის შეუსრულებლობასა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში "ამხელს". საქმე კი სხვაგვარად ყოფილა.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა თავად ნანუკა ჟორჟოლიანი და ვითარებაში გაგვარკვია. მისი სტატუსი ბონდარენკოს საქველმოქედო საღამოზე შემოსული თანხების ადრესატამდე არმისვლის შესახებ, მიხო სხვიტარიძეს ეხებოდა. დღეს დილით კი სულ სხვა ბავშვის, ლუკა ჩხარტიშვილის დედის პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ქალბატონი "ნანუკას შოუს" დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა.

რეალობა კი ასეთია, ლუკასთვის საქველმოქმედო საღამოს გამართვაზე, რომელშიც სტანისლავ ბონდარენკო მონაწილეობდა, იზრუნა ბათუმის "ქალთა ცენტრმა" და არა იმ ორგანიზატორებმა, რომლებმაც მიხო სხვიტარიძისთვის გამართეს საღამოები. შედეგად, ლუკა ჩხარტიშვილის დედამ ნამდვილად მიიღო თანხა შვილის სამკურნალოდ.

რაც შეეხება "ნანუკას შოუს" დაპირების შეუსრულებლობის საკითხს. ნანუკამ მის ყოფილ პროდიუსერთან, მაია სტეფნაძესთან დაზუსტების შემდეგ განგვიმარტა განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი