საქართველოში გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება დაიწყო

საქართველოში გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება დაიწყო

ჩვენს ქვეყანაში გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება დაიწყეს. ტექნიკური ინსპექტირება დაახლოებით 60 ლარი ეღირება და მას რამდენიმე კომპანია განახორციელებს. ჯერჯერობით მხოლოდ ორი მათგანია ცნობილი: შპს "აირბალონი" და შპს "გაზინჟინერი". ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრში ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები ჯერ მხოლოდ ამ ორმა კომპანიამ დააკმაყოფილა. ისიც ცნობილია, რომ მძღოლები, რომლებიც შეუმოწმებელი ავტომობილით იმოძრავებენ, 100 ლარით დაჯარიმდებიან. დღეს საქართველოში არავინ უარყოფს, რომ ტექდათვალიერების შემოღება აუცილებელია. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც განაცხადა, თავის დროზე ტექნიკური დათვალიერების სრულად გაუქმება შეცდომა იყო და ახლა მთავრობას აქვს გეგმა, მოიწვიოს საერთაშორისო კომპანიები და ტექდათვალიერების ახალი სისტემა დანერგოს. ჯერჯერობით კი, გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმებას უნდა დავჯერდეთ.

ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი პაატა გოგოლაძე აცხადებს, რომ შემოწმების პროცესი უკვე დაიწყო:

- გაზზე მომუშავე მანქანების ინსპექტირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენს. აირბალონის გამო შეიძლება ადამიანის სიცოცხლესაც ზიანი მიადგეს და ჯანმრთელობასაც. ამიტომ, მათი შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა, თუ რატომ არ იღებს მთავრობა ზომებს, რომ ასეთი შემოწმება დაიწყოს. ამჟამად აკრედიტებულია ორი კომპანია, ხოლო მესამე უკვე აკრედიტაციის პროცესშია. როდესაც კომპანიას აკრედიტაცია აქვს, მას უკვე კანონმდებლობით ენიჭება უფლება, რომ შემოწმება განახორციელოს. ჯერჯერობით ორი ასეთი ორი კომპანია გვყავს: "აირბალონი" და "გაზინჟინერი". მალე მათ სხვა კომპანიებიც მიემატებიან, ალბათ სულ ცოტა, 5 კომპანია მაინც იქნება, რომელიც ინსპექტირებას განახორციელებს.

შპს "გაზინჯინერის" დირექტორი ნუგზარ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ კომპანია ინსპექტრებისთვის უკვე მზად არის:

ნუგზარ მაჭარაშვილი - ინსპექტირება უკვე დავიწყეთ. თუ მანქანას ყველაფერი სტანდარტების შესაბამისი ექნება, მასზე სპეციალური სერტიფიკატიც გაიცემა, მაგრამ თუ არ არის სტანდარტებში, როგორც 167-ე დადგენილებაში წერია, მძღოლი დაჯარიმდება. საჯარიმო სანქციის აღსრულება კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა. უცხოეთში გადამზადებული სპეციალისტები გვყავს და იმედი გვაქვს, რომ ისინი ამ საქმეს კარგად გაართმევენ თავს.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი