"მინდა დავბრუნდე სამშობლოში და ბავშვობის სურვილი ავიხდინო..." - სულხან მოლაშვილის გამოუქვეყნებელი ინტერვიუ, რომელიც გარდაცვალებამდე 1 წლით ადრეა ჩაწერილი

"მინდა დავბრუნდე სამშობლოში და ბავშვობის სურვილი ავიხდინო..." - სულხან მოლაშვილის გამოუქვეყნებელი ინტერვიუ, რომელიც გარდაცვალებამდე 1 წლით ადრეა ჩაწერილი

29 ივნისს, პარიზში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის უკმარისობა გახდა. მოლაშვილს პარიზიდან თბილისში 2 ივლისს ჩამოასვენებენ.

გაზეთი "ვერსია" აქვეყნებს ინტერვიუს სულხან მოლაშვილთან, რომელიც გარდაცვალებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე,  2015 წლის 10 ივნისს არის ჩაწერილი. ინტერვიუ იბეჭდება ავტორის, ჟურნალისტ თამარ მოლაშვილის ნებართვით. სტილი დაცულია და ქვეყნდება პირველად. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

ვარდების რევოლუციაზე, ციხეში წამებასა და სამშობლოში დაბრუნებაზე

"...ამ საშინელებას არ ველოდებოდი. ველოდებოდი ბევრ უსამართლობას. ბევრჯერ შემოუთვლიათ, "თუ ჩვენთან არ იმუშავე მკაცრად დაისჯები, დავიჭერთ მთელ კონტოლის პალატას" და ა. შ. იურისტი ვარ. ერთხელ ჩემს მეგობრებთან ერთად ჩავუჯექი მთელ სისხლის სამართლის კოდექსს და დავრწმუნდი, რომ წარმოუდგენელი იყო მოსამართლე, რომელიც მსგავს გადაწყვეტლებას მიიღებდა. მე პროკურატურაში მივედი აბსოლუტურად თავაწეული, აბსოლუტურად მართალი. გაქცევა არც მიფიქრია.

...ერთ-ერთი წამების დროს ვკითხე - რა გინდათ, იქნებ გთანხმდებით-მეთქი. მათ მიპასუხეს, რომ "თუ მინდოდა ამ წამებისგან და სამართლებრივი დევნიდანაც "გავნთავისუფლებულიყავი", უნდა დამეწერა, რომ მთელი ჩემი მოღვაწეობა კონტროლის პალატის თავმჯდომარის რანგში იყო შევარდნაძის დავალება ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზნით". რაზეც მე არ დავთანხმდი. ის, რასაც ვაკეთებდი, ვაკეთებდი განურჩევლად პარტიულობის და პატიოსნად. ეს ჩემთვის არავის დაუვალებია"

წაიკითხეთ: "სულხან მოლაშვილს მეუღლის სახლიდან გაასვენებენ, რადგან საკუთარი აღარაფერი დაუტოვეს"

...რა მოხდა 23 ნოემბერს? თბილისში ჩამოდის ივანოვი და თბილისშია მაილსიც. ეს პოლიტიკური გარიგებაა საქართველოს ხარჯზე, თუ...

- აქ ყველაზე საშინელება რაც მოხდა, იყო ღალატი. "კრწანისის" რეზიდენციაში ყველა შეთანხმდა, რომ სიტუაცია უნდა დამშვიდებულიყო. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა 6 თვის შემდეგ. ამას ეთანხმებოდნენ ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე. არ ეთანხმებოდა სააკაშვილი თავის ჯგუფთან ერთად. ბოლოს შეთანხმდნენ. ივანოვმა ინფორმაცია მიაწოდა რუსეთს, მაილსმა ამერიკას. ივანოვი გაფრინდა აჭარაში.

უშიშროების სამსახურის მხრიდან იყო ღალატი.

- ხაბურძანია?

- გვარებზე არ ვილაპარაკებ. თავად მიხვდებით. აღმოჩნდა, რომ უსაფრთხოების დაცვაში პრობლემაა. მაშინ დარწმუნდა შევარდნაძე, რომ ის ხალხი, ვისზეც უნდა ყოფილიყო დაფუძნებული ქვეყნის უსაფრთხოება და კონსტიტუციური წყობა, თავის მოვალეობას არ ასრულებდნენ. ეს იყო კლასიკური ღალატი. ეს იყო ღალატი ყველა მხრიდან! მათ შორის სასამართლოდანაც. მახსოვს, იმ წელს კენჭს ვიყრიდი ყვარელში. პატარკაციშვილის დამ და მარიკა ვერულაშვილმა ანშლაგით მაჯობეს.

...საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც იმსახურებს ამ აღვირახსნილი ხალხის პარპაშს. ეს არის ქვეყანა, რომელიც ჩემი, თქვენი, საზოგადოების თითოეული წევრის შეურაცხყოფაა. როდესაც გუშინდელი პალაჩები, გუშინდელი დამნაშავეები, გუშინდელი სისხლისმსმელები თვალთმაქცურად ისევ ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას, გაჩერება არ შემიძლია. დღეს სისტემურ დანაშაულს უწოდებენ. სისტემური დანაშაული კი არ იყო, ის იყო განზრახი დანაშაული მაღალი თანამდებობის მქონე ადამიანების მხრიდან ერის დათრგუნვის და ერის გენოფონდის გადაშენების მიზნით.

- ახლა როგორ ხარ?

- უკეთესად. მინდა დავბრუნდე სამშობლოში და ჩემი ბავშვობის სურვილი ავიხდინო. ძალიან მინდა ძლიერი საადვოკატურო სამსახურის შექმნა..."

თამარ მოლაშვილი

გაზეთი "ვერსია"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი