სტალინის აგარაკი აფხაზეთში - ცხენის ძუისგან გაკეთებული ავეჯი და უნიკალური ინტერიერი

სტალინის აგარაკი აფხაზეთში - ცხენის ძუისგან გაკეთებული ავეჯი და უნიკალური ინტერიერი

ვისაც სტალინის ერთ-ერთი აგარაკი მაინც უნახავს (აგარაკი კი მას 70-მდე ჰქონდა) დარწმუნდება იმაში, რომ დიქტატორი ზედმიწევნით კონსერვატიული გემოვნებით გამოირჩეოდა, მისი ყველა აგარაკი ერთი სტილის იყო. თითქმის ერთნაირი ფასადები, ოთახები, საშენი და მოსაპირკეთებლი მასალა, მოკრძალება, აი, რა იყო დამახასიათებელი მისი ყველა რეზიდენციისთვის (იხილეთ ასევე სტალინის აგარაკი სოჭში). აფხაზეთში სტალინს 5 აგარაკი ჰქონდა, ზოგიერთი თვალითაც კი არ ჰქონდა ნანახი, რასაც ვერ ვიტყვით მის ერთ-ერთ უსაყვარლეს აგარაკზე, რომელიც რიწის ტბაზე მდებარეობდა. ეს მისი საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახლდათ, რომელსაც ოჯახის წევრებთან ერთად ხშირად სტუმრობდა ხოლმე.

ალბათ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდა ამ ისტორიული პიროვნების საყვარელი ადგილი.

აგარაკს თითქმის უცვლელად აქვს შენარჩუნებული პირვანდელი სახე, თუმცა როგორც ყველა ნაგებობა აფხაზეთში, ეს შენობაც საჭიროებს კაპიტალურ რემონტს. ამბობენ, რომ სტალინმა ეს კლდოვანი ადგილი ნავით სეირნობისას შეარჩია, რეზიდენციაც სწორედ ამ კლდეში ჩაშენდა. რეზიდენციის მშენებლობაში მონაწილეობას პატიმრები იღებდნენ, კლდოვანი ადგილები სულ ხელით არის გასწორებული.

აგარაკი ზღვის დონიდან სამას მეტრზე მდებარეობს. ძირითადი შენობა საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. არც ინტერიერი გამოირჩევა დახვეწილობით. დღევანდელი პრეზიდენტები და მმართველები აქ ალბათ არც კი შეიხედავდნენ. აქ ყოველი დეტალი ბელადის მანიაკალურ სიფრთხილეზე მიუთითებს. გარე განათების მაქსიმალურად დაბალი ბოძები, ასევე აგარაკის ფასადის მწვანე ფერი მის შესანიღბად იყო ჩაფიქრებული.

ბელადი ეთაყვანებოდა ბილიარდს. ამბობენ, რომ ამ საბილიარდო მაგიდასთან ადამიანების ბედი წყდებოდა, აქ აგებდნენ სიცოცხლეს. სავარძლები, ისევე როგორც სხვა ავეჯი, ცხენის ძუით არის გამოტენილი, აქ არც ერთ სავარძელს თუ საწოლს არ აქვს ზამბარა. ცხენის ძუისგან გაკეთებული ავეჯი თავისი სიმკვრივიდან გამომდინარე, ტყვიაგაუმტარად ითვლებოდა. იხილეთ გაგრძელება + ფოტოები

ელისაბედ მეორე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - “თქვენს განსაკუთრებულ ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მსურს, მოგილოცოთ"

მერაბ კოსტავა დღეს 82 წლის გახდებოდა - ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის იუბილესთან დაკავშირებით ხელნაწერი შრიფტი შეიქმნა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 015 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონებში