რა დაგიჯდებათ საქართველოს ცნობილ კურორტებზე დასვენება წელს

რა დაგიჯდებათ საქართველოს ცნობილ კურორტებზე დასვენება წელს

ზაფხულის ცხელი დღეები უკვე დაიწყო და მოსახლეობის დიდი ნაწილი მომავალ შვებულებას გეგმავს. თანხას დასვენებისთვის ყველა საკუთარი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ანაწილებს. ზოგი ზღვას ანიჭებს უპირატესობას, ნაწილი კი მთას და სუფთა ჰაერს არჩევს. ,,ბიზნესპრესნიუსი" შეეცადა გაერკვია, რა ღირს დასვენება საქართველოს ცნობილ კურორტებზე, როგორია სასტუმროების შემოთავაზებები და რამდენად კმაყოფილები არიან მიმდინარე სეზონით ადგილობრივი ბიზნესოპერატორები.

აბასთუმანში აქტიური სეზონი მაისიდან, ფიჭვის ყვავილობასთან ერთად იწყება. როგორც აბასთუმანში მდებარე სასტუმრო ,,კაპას" მფლობელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მომხმარებლებს წელსაც შარშანდელის მსგავსი ფასებით დახვდნენ. მისი ინფორმაციით, ერთი ღამის ღირებულება ერთ კაცზე 80 ლარია. ფასში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება. რაც შეეხება ბავშვებს, 2 წლამდე ასაკის ბავშვი სასტუმროში უფასოდ, ხოლო 6 წლამდე ნახევარ ფასად განთავსდება.

,,ათი წელია ვიღებთ დამსვენებლებს. აბასთუმანში აქტიური თვეები მაისი, ივლისი და აგვისტოა," - აღნიშნავს სასტუმროს მფლობელი.

სეზონის გააქტიურებას ელოდებიან წყალტუბოშიც. ,,არგო წყალტუბოში" ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია. როგორც სასტუმროს წარმომადგენელი ნუგზარ გიორგიძე აღნიშნავს, ფასი ერთ ადამიანზე 35 ლარიდან იწყება, კვებით კი 50 ლარი ღირს.

წყალტუბოში დამსვენებელთა აქტიურობა ივლისიდან იწყება და 15 სექტემბრამდე გრძელდება.

საკურორტო სეზონი ჯერ არ გახსნილა ბახმაროში. აქ დამსვენებლებს ძირითადად, 10 ივლისის შემდეგ ელოდებიან. როგორც სასტუმრო ,,ბახმაროს" წარმომადგენელი ,,ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, ამ ეტაპზე იქ მხოლოდ ადგილობრივები არიან და სტუმრების დასახვედრად შესაბამის ინფრასტრუქტურას ამზადებენ.

თავად სასტუმრო ,,ბახმაროში" ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია. როგორც სასტუმროს წარმომადგენელი აღნიშნავს, მომხმარებელი უკვე აქტიურობს.

,,ნახევარი სასტუმრო დაჯავშნილია, რაც შეეხება ფასს, 100 დოლარიდან იწყება და 200 დოლარამდე მერყეობს. ღირებულებაში სამჯერადი კვება და სტანდარტული პირობებია გათვალისწინებული," - აღნიშნავს სასტუმროს წარმომადგენელი.  წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი