ათათურქის აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე ორი თვითმკვლელი ტერორისტი იდენტიფიცირებულია

ათათურქის აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე ორი თვითმკვლელი ტერორისტი იდენტიფიცირებულია

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე ორი თვითმკვლელი ტერორისტი იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტამბოლში ყირგიზეთის გენერალურმა საკონსულომ მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმად, ორ თავდამსხმელს ჰქონდა რუსეთის ფედერაციის პასპორტები რაქიმ ბულგაროვისა და ვადიმ ოსმანოვის სახელზე.

მანამდე მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ თვითმკვლელები რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები იყვნენ.

სტამბოლში მომხდარ ტერაქტს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტები სავარაუდოდ, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრები იყვნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი