"მკვლელია, მკვლელი..." - მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ შეუძლოდ გახდა

"მკვლელია, მკვლელი..." - მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ შეუძლოდ გახდა

მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა ლილი მინდიკაური ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტით კმაყოფილია.

"კმაყოფილი ვარ, კმაყოფილი... ამას იმსახურებს ეს დეგენერატი... მკვლელია, მკვლელი, ყველამ გაიგოს", - განაცხადა ლილი მინდიკაურმა, რომელიც ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ შეუძლოდ გახდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. ბრალდებულის ოჯახმა საქალაქო სასამართლო უკვე დატოვა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოსთქვეს. ბრალდებულის მოთხოვნით სხდომა დილიდან დაიხურა. როგორც მაგდა პაპიძემ აღნიშნა, პროცესებიდან ისეთი ინფორმაცია გადის, რომელიც რეალობას არ ასახავს, ამ ინფორმაციას ისმენენ ნაფიცი მსაჯულები და მისი გავლენის ქვეშ ექცევიან.

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებელი საქმე რამდენიმე კვირაა გრძელდება. თავდაპირველად ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ, მათ შორის მაგდა პაპიძის მეგობარი მამაკაცი ოთარ ბერძენიშვილი, გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის დედა და ძმა, ასევე ქაფიაშვილების მეზობლები. სასამართლომ დაცვის მხარის მოწმეების პოზიციაც მოისმინა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი