მარტივი რამ, რაც ზაფხულში ინფექციური დაავადებებისგან თავის დასაცავად უნდა გააკეთოთ

მარტივი რამ, რაც ზაფხულში ინფექციური დაავადებებისგან თავის დასაცავად უნდა გააკეთოთ

ზაფხულის სეზონზე ინფექციური დაავადებებისგან თავის დასაცავად, სპეციალისტები მოსახლეობას ჰიგიენის წესების დაცვას და მალფუჭებადი პროდუქტების მაცივრის გარეშე მოხმარებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ლელა სტურუას განმარტებით, ზაფხულის სეზონისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია დიარეის შემთხვევები, რისთვისაც ჰიგიენური წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

"აუცილებელია ხშირად ხელების დაბანა. განსაკუთრებით ეს ეხება პატარებს, რომლებიც დაფორთხავენ. მწვანილი, ბოსტნეული და ხილი კარგად გარეცხილი უნდა იყოს და ისე უნდა მივირთვათ. მალფუჭებადი პროდუქტები უნდა ინახებოდეს მაცივარში. ის რაც ორი-სამი საათი იქნება მაღალ ტემპერატურაზე, მისი მიღება რეკომენდირებული არ არის.

უნდა მოვერიდოთ კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის მიღებას, განსაკუთრებით, როდესაც იგი სახლში მომზადებული არ არის და სადღაც ვყიდულობთ. ასევე, დაკონსერვებულ საკვებს, რომელსაც გავხსნით და შემდეგ მაცივრის გარეშე დავტოვებთ", - განაცხადა სტურუამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი