რა გარემოებებში გარდაიცვალა მაგდა პაპიძის მამა - "რატომ არის გავრცელებული ინფორმაცია, ვითომ ჩემი ქმარი მოვკალი?"

 რა გარემოებებში გარდაიცვალა მაგდა პაპიძის მამა - "რატომ არის გავრცელებული ინფორმაცია, ვითომ ჩემი ქმარი მოვკალი?"

ქმარ-შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძის დედამ ლიანა შამუგიამ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, სადაც მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით ოჯახის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შამუგიას თქმით, მას შემდეგ, რაც ადვოკატებს განაჩენი ჩაბარდებათ, მაგდა პაპიძისთვის განსაზღვრული სასჯელი სააპელაციო სასამართლოში საკასაციო წესით გასაჩივრდება. მაგდა პაპიძის დედის თქმით, ასევე აპირებენ სარჩელის გაგზავნას სტრასბურგის სასამართლოში.

საუბრის დროს, ლიანა შამუგია მისი გარდაცვლილი მეუღლის თემასაც შეეხო, რაზეც მისივე თქმით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს მეუღლე მან მოკლა.

"რატომ არის გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვითომ მე მოვკალი?! ეს არასწორი ინფორმაციაა. ის ადამიანი ჩამოვარდა მეხუთე სართულის სახურავიდან. ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ვინც დაინტერესებულია, შეუძლია გამოიძიოს. თავისუფლად შეუძლია ქალაქ გორში შეეკითხოს ნებისმიერ ადამიანს და ეს ყველამ იცის", - აღნიშნა შამუგიამ პრესკონფერენციაზე.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი