გია ჯაჯანიძის ბედნიერების ბაღი - "ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, იტყვის, ჯაჯანიძე სოფლელია და სოფლელად დარჩაო"

გია ჯაჯანიძის ბედნიერების ბაღი - "ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, იტყვის, ჯაჯანიძე სოფლელია და სოფლელად დარჩაო"

კრწანისის რაიონში, ერთ-ერთ კერძო სახლში, 28 მარტს, საკუთარ დაბადების დღეს, პირველად გაათენა ღამე. როგორც ამბობს, ეს სახლი მეგობრებმა აჩუქეს... აქვს ეზო და იქ დასახლების პირველივე დღიდან, ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ ბაღ-ბოსტნის გაშენება დაიწყო. შრომა დაუფასდა - სამ თვეში უკვე მშვენიერი ბოსტანი აქვს. ეზოში ხეხილი და უმშვენიერესი ყვავილებიც ხარობს. მასპინძელი იქაურობას გვათვალიერებინებს და გულდაგულ გვიხსნის თავისი ბაღ-ბოსტნის გაშენების პრინციპს.

- ეზოს ამ ნაწილში დეკორატიული მცენარეებია, მაგრამ კიტრი ყველგან ჩავრგე, მინდა, ყველგან მისი ხეივანი მქონდეს, ლამაზად რომ იქნება კიტრები დაკიდებული... იმდენად დამენანა სააღდგომო ჯეჯილის გადაგდება, რომ თავის ბამბიანად მიწაში ჩავრგე. უკვე პაწია თავთავსაც იკეთებს. ეს სარეველა მცენარე ძალიან ლამაზია. ზოგიერთი სურნელოვანიც არის. სხვათა შორის, სარეველა ბალახებს ადამიანებსაც ადარებენ და როგორც ნებისმიერი ადამიანის არსებობაა საჭირო და გამართლებული, ასევე სარეველასიც. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ სარეველა სანამ არ წამოიზრდება, არ უნდა ამოთხარო, მისი ფესვები მიწას ანოყიერებს...

ამ სახლში გადმოსვლის შემდეგ გადავწყვიტე, ბოსტნეული აღარ ვიყ­იდო. წლეულს საკუთარი მოსავლით უნდა ვირჩინო თავი. საერთოდ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვეტანები, ამიტომ ხელოვნურ სასუქს ჩემს ბაღში არ გავაჭაჭანებ.

- ეს ლამაზი პეტუნიები სად შეიძინეთ?

- ჩემი ძალიან ახლო მეგობრის ნაჩ­უქარია. ერთმანეთისგან განსხვავებულია­. გავთამამდები და ვიტყვი, რომ ესენი ყველანი ადამიანები არიან. აივნიდან რომ ვუყურებ, ვეფერები და ვესაუბრები. ვარდებიც მაჩუქეს. ყველა ყვავილი ნაჩუქარია. აქ რომ გადმოვედი, მეგობრები­ საჩუქრებით მოდიოდნენ... "ნაპოლეონის ქუდი" კი 15 წელია, მაქვს, შინ ქოთანში ვახარებდი, მერე ერთ-ერთ ქვეყანაში გაზ­ონებში ვნახე. ავდექი და მეც გარეთ გამოვიტანე, მშვენივრად გაიხარა.

- კარგი ხელი გქონიათ, ყველაფერს ახარებთ...

- ასე გამოვიდა. ერთ-ერთი რესტორნის ეზოში გამხმარი ბამბუკები ვნახე, წამოვიღე და გამოვაცოცხლე. ერთხელ მაღალი ყვავილი მქონდა, მის გასამაგრებ­ლად ქუჩაში წკნელი ვიპოვე, თავები გადავატეხე და იმ მაღალ ყვავილს მივუსვი. არ დაიჯერებ, წკნელმა კვირტები გამოიღო... ვცდილობ, ერთწლიანი ყვავილები ისე გავახარო, რომ მრავალწლიანი გავხადო... ერთი ბეწო იყო ბზა და თვალსა და ხელს შუა გაიზარდა განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი