"ეს არის ტრაგედია და უბედურება, რომელიც გვაქვს შთამომავლობას" - მინისტრის კომენტარი სკოლებში არსებულ ბულინგზე

"ეს არის ტრაგედია და უბედურება, რომელიც გვაქვს შთამომავლობას" - მინისტრის კომენტარი სკოლებში არსებულ ბულინგზე

მე უშუალო შეხება მქონია ბულინგთან და ვიცი, რა ძნელია, როცა ვინმეს ჩაგრავენ, - განაცხადა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა". მან პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მალე ეს პრობლემა შესაბამისი ღონისძიებების შედეგად ქართულ სკოლებში დაიძლევა.

"ბულინგი არის ძალიან მძიმე პრობლემა. როგორც პროცესი არის ძალიან მძიმე ასევე მისი შედეგებიც გრძელვადიანია.

ჩვენ როდესაც ვქადაგებთ ტოლერანტობას და ლიბერალურ ფასეულობებს, ამის ფონზე ბულინგს შეუძლია ჩაკლას ადამიანში მისწრაფება თავისუფლებისკენ და შეეცადოს მოაქციოს ჩარჩოში.

მე უშუალო შეხება მქონია და ვიცი რა მძიმეა, როცა შენს მეგობარს ჩაგრავენ. დღეს გვაქვს მექანიზმი და დავიწყეთ მუშაობა ფსიქოლოგების ჩართვაზე სკოლებში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მიმართულებით გავზარდოთ პროფესიონალიზმი და დაფინანსება.

არის უკვე მაგალითები, ბულინგის მსხვერპლი ბავშვები მიმართავენ ფსიქოლოგებს და სტატისტიკა გვაქვს ძალიან პოზიტიური.

ამბობენ ფსიქოლოგები, რომ ბულინგის სურვილი არის არათვითრეალიზაციის ერთერთი თანმხლები პირობა და ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ახალი სასკოლო სისტემის ფარგლებში, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს ინტერესი, რომ მაქსიმალურად თვითრეალიზებული, გამორჩეული და მოსაწონი იყოს თავისი მეგობრებისთვის."- აღნიშნა მინისტრმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი