"ეს არის ძალიან მძიმე სოციალური პრობლემა" - განათლების მინისტრი ონლაინკაზინოების "დამანგრეველი საფრთხეების" შესახებ

"ეს არის ძალიან მძიმე სოციალური პრობლემა" - განათლების მინისტრი ონლაინკაზინოების "დამანგრეველი საფრთხეების" შესახებ

განათლების მინისტრი ტელეკომპანია PALITRANEWS-ის გადაცემა "ჩემი კითხვის" ეთერში ონლაინკაზინოების პრობლემას შეეხო.

ბოლო კვლევებით, ქვეყანაში ონლაინკაზინოებით მოსარგებლეთა რიცხვი დაახლოებით 400 ათასი ადამიანია. მათი ასაკი 14-დან 35 წლამდე მერყეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ აზარტულ თამაშებში ჩართულთა რიცხვში არიან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები. მინისტრი გამოეხმაურა "პალიტრა მედიის" ინიციატივას, რომელმაც უკვე რამდენიმე თვეა აკრძალა თავის მედიასაშუალებებში ონლაინკაზინოებისა და ონლაინბეთების რეკლამირება და განათლების სამინისტროს მხრიდან მზაობა გამოთქვა, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ამ საკითხზე  შესაბამისი სოციალური კამპანიები ჩატარდეს.

"ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქემ იცის ამ პრობლემის შესახებ და შესაძლებელია დასახელებულზე დაბალი ასაკობრივი ჯგუფიც იყოს ჩართული მასში, რადგან არის შემთხვევები როცა რეგისტრირებულია ადამიანი მაღალი ასაკით, მაგრამ რეალურად ის არის პატარა. შესაბამისად, ეს არის ძალიან მძიმე სოციალური პრობლემა, თუ გავითვალისწინებთ რამდენი ადამიანია ჩართული და როგორ მოქმედებს ეს ყველა ადამიანის ცხოვრებაზე. დაწყებული მათი ჯანმრთელობიდან, მატერიალური მდგომარეობიდან და ა.შ.

ცნობიერების ამაღლება არის ერთადერთი გზა. განათლების სამინისტრო მოხარული იქნება ითანამშრომლოს "პალიტრა მედიასთან" და ნებისმიერ ორგანიზაციასთან, იმისთვის რომ ავამაღლოთ ცნობიერება ონლაინკაზინოების, ონლაინ აზარტული თამაშების დამაგრეველი როლის და საფრთხეების შესახებ. უცხოეთის ქვეყნების საინტერესო მაგალითების გათვალისწინება შეიძლება, შემოქმედებითი პროექტებია მოფიქრებული, პირდაპირ მიჰყავთ სკოლებში ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს, თითქოს "უმანკო" ჩვევით დაიწყეს და ბოლოს ტრაგედიამდე მივიდნენ.

მე ძალიან მოხარული ვიქნები, თუ თქვენ, "პალიტრა მედიას" გექნებათ ინიციატივები, ჩვენ აუცილებლად დაგიჭერთ მხარს. ეს უნდა გახდეს ჩვენი სასკოლო და საუნივერსიტეტო სისტემის მნიშვნელოვანი დანამატი. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ რისკები, რაც არის დაკავშირებული ამ საქმესთან, ყველამ კარგად იცოდეს. თქვენ კი მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ მოქალაქეობრივი პოზიციისათვის" - დასძინა მინისტრმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი