"შეყვარებულის დედამ დამიწუნა, ეგ გოგო კინოში გადაიღეს და რძლად არ მინდაო" – უცნობი დეტალები "მაგდანას ლურჯას" პერსონაჟის ცხოვრებიდან

"შეყვარებულის დედამ დამიწუნა, ეგ გოგო კინოში გადაიღეს და რძლად არ მინდაო" – უცნობი დეტალები "მაგდანას ლურჯას" პერსონაჟის ცხოვრებიდან

60 წლის წინ თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებულმა ფილმმა "მაგდანას ლურჯა" კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაიმსახურა პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის. ფილმის გამოსვლის დროს ჩვენი რესპონდენტი, სოფოს როლის შემსრულებელი ლიანა მოისწრაფიშვილი, 16 წლის იყო.

- 13-14 წლის ვიყავი. მუსიკალურ სკოლაში თეორიის მასწავლებელი გავაბრაზე, იმანაც კლასიდან გამაძევა. ამ დროს კაბინეტიდან, ორ ახალგაზრდასთან ერთად, მუსიკალური სკოლის დირექტორი გამოდის. მან ჩემს დანახვაზე, აი, ეს ალქაჯი გამოგადგებათო, წამოიძახა. ის ორნი გამესაუბრნენ, გინდა კინოში გად­აღებაო? არ ვიცი, დედაჩემს ვკითხავ-მეთქი.­ ორი დღის შემდეგ დედამ კინოსტუდიაში სოფოს როლის სინჯებზე წამიყვანა. სცენა უნდა გამეთამაშები­ნა: მაგდანა მეუბნება, შვილო, ლურჯას პატრონი გამოუჩნდაო. ამ დროს ფილმისგან განსხვავებით, სინჯებზე მაწონს ვსვამდი. მთელი დღე იღებდნენ ამ სცენას­ და მსახიობი ხომ არ ვიყავი, რომ ვითომ ჭამა გამეთამაშებინა, მართლა­ ვჭამდი. შინ რომ დავბრ­უნდი, ისე ცუდად ვიყავი, გამოვაცხადე, მორჩა, იქ აღარ წავალ-მეთქი. 2-3 თვის შემდეგ, დედაჩემმა მომახარა,­ ლიანა, როლზე დაგამტკიცესო.

ფილმის გადაღება დიდი ხნის დაწყებული არც ჰქონდათ, რომ კინოსტუდიის უფროსმა თაობამ მოსკოვში იჩივლა: ახალგაზრდები ვერ აკეთებენ ფილმს, გადახარჯვა გვაქვს, მოგვეცით უფლება, მათზე შეფობა ავიღოთო. 6 თვით შეწყდა გადაღება. შემდეგ მწერალთა კავშირის წარმომადგენლები, გიორგი ლეონიძისა და გალაკტიონ ტაბიძის მეთაურობით, კინოსტუდიაში მოვიდნენ და მოითხოვეს ეჩვენებინათ გადაღებული მასალა. ძალიან მოეწონათ და განაცხადეს, - მშვენიერი ფილმი გამოდის და მიაყვანინეთ ბოლომდეო.

გადაღების ნაწილი უფლისციხეში მიმდინარეობდა. გაუსაძლისი­ სიცხე და უწყლობა იყო, ამიტომ ყველანი მტკვრის წყალს ვსვამდით. გადაღებისას ცხელ ქვიშაზე ფეხშიშველს უნდა გვევლო. ვწუწუნებდი, ფეხები მეწვის, ეკლები შემერჭო-მეთქი და მიხოსა და ნანის ვიყოლიებდი. აკაკი კვანტალიანი მენახშირე­ მიტუას როლს თამაშობდა. ღამის­ გადაღებებზე ჩვენთან ერთად­ ათენებდა, შინ დღე ეძინა, რომ საღამოს სპექტა­კლი ეთამაშა.­ თურმე­ შვილები რომ ახმაურდებოდნენ, ცოლი აჩუმ­ებდა, არ გრცხვენია­თ, მამათქვენი­ მთელი დღე ვირზე ზის,­ რომ ლუკმაპური მოგიტანოთო... ფილმში არის სცენა, სადაც მიხო კატოს თმას ქაჩავს და ნანიმ უნდა იტიროს. ერთხელაც მიხომ მაგრად მოქაჩა და ნანიც გაიბუტა, აღარ მინდა გადაღებაო. ეხვეწება რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, ცოტაც გაუძელიო. არაო, კატომ, სანამ ცოცხალ თევზს არ მომიყვანთ, არ გადავიღებო. გაგზავნეს ბიჭები მტკვარზე და დაიჭირეს შემოსარიგებლად თევზები... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი