"ნინის სიკვდილის დღეს დედამისმა იმშობიარა..." - ქართველი ექიმის სულისშემძვრელი ჩანაწერი

"ნინის სიკვდილის დღეს დედამისმა იმშობიარა..." - ქართველი ექიმის სულისშემძვრელი ჩანაწერი

მე არც მწერალი ვარ და არც ჟურნალისტი... უბრალოდ, როცა ძალიან მიხარია ან ძალიან მწყინს, პატარა ჩანახატებს ვაკეთებ... მხოლოდ ჩემთვის... ერთი ავადმყოფის გარდაცვალებისას პატარა ჩანახატი გავაკეთე... ნუ გამსჯით... ამას იმიტომ ვასაჯაროებ, რომ იცოდეთ, ექიმებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან ,რომელთაც სხვისი ტკივილი ტკივათ და სხვისი სიხარული უხარიათ... ძალიან გთხოვთ, ნუ შეხედავთ კრიტიკოსის თვალით...

მე ნინი ვარ... 8 წლის... ნინი ვარ, გესმით... 8 წელი ახლა შემისრულდა და უკვე ინვალიდი ვარ, ისეთი ინვალიდი, ეტლშიც რომ ვერ ვჯდები... საწოლს ვარ მიჯაჭვული... თვალის გახელა შემიძლია, ყლაპვა შემიძლია, ტუჩების მოძრაობით საუბარი შემიძლია, სიმწრით ტუჩის მოკვნეტაც შემიძლია... თუმცა მოკვნეტა კი არა, ტუჩის შეჭმა შემიძლია... ვამპირივით სულ დასისხლიანებული მაქვს პირი... ვგრძნობ, სისხლი როგორ ჩამდის ნიკაპიდან კისერში... მერე ექთნების საყვედური... ეს რა გიქნია, ნინი... სევდიანი მზერით მისუფთავებენ პირს... თუ არ მიყურებენ, ვერავის ვერაფერს ვაგებინებ... მგონია, მთელი ხმით ვყვირი,მაგრამ ამაოდ... აქვე დგას, ჩემს საწოლთან ზურგშექცევით და ჩემი არ ესმის... სიმწრით ტუჩებს ვიკვნეტ... მე ნინი ვარ, გესმით!.. ნინი... სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ მეც თქვენსავით მოუსვენარი ანცი გოგონა ვიყავი... დავდიოდი სკოლაში, დავრბოდი მეგობრებთან ერთად... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი