"დედაჩემი სამკურნალოა, მცემსო" - თბილისში ქალს სოციალურმა სამსახურმა სამი შვილი დროებით ჩამოართვა

"დედაჩემი სამკურნალოა, მცემსო" - თბილისში ქალს სოციალურმა სამსახურმა სამი შვილი დროებით ჩამოართვა

თბილისში, სოციალური სამსახურის მიერ ერთ-ერთი ოჯახიდან სამი ბავშვის დროებით განრიდებას ხმაური მოჰყვა.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრის" წარმომადგენლები გვიან ღამით შეესწრნენ. მათი თქმით, არასრულწლოვანი დედას ცემაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო.

"ხალხმრავლობა იყო ქუჩაში, დედა ბავშვს ეუბნებოდა შემოდი სახლშიო, ბავშვი ყვიროდა, არ შემოვალ, მცემო. ხელი მოვკიდე, ვიფიქრე შევიყვან, დედა გააბრაზამეთქი, მაგრამ არ შემომყვა, დედაჩემია სამკურნალო, მცემსო" - ამბობს "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბარში ერთ-ერთი თვითმხილველი.

კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ არასრულწლოვანი მივიდა მათთან და თქვა, რომ დედ-მამა სცემს.

ბავშვების დედა ჟურნალისტებთან საუბარში ყვება, რომ მას "ვიღაცეებმა არასამთავრობო მიუგზავნეს, რომ დედობა ჩამოართვან": "ესო გიჟიაო, ბავშვები გავიყვანოთ, ძალადობა არის ბავშვებზეო. "ფორთოჩკა" იყო ღია, არაფერი არ მომხდარა, ბავშვი ახლაც ამბობს დედას არ ვუცემივარო" - ამბობს სამი შვილის დედა.

არასამთავრობოს წარმომადგენლებმა ადგილზე საპატრულო პოლიცია და სოციალური სამსახური მიიყვანეს. მოგვიანებით, ოჯახში მივიდა ქალის დედა, რომლის შვილსაც ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ და შვილიშვილების წაყვანა მოითხოვა. ბავშვების წაყვანას ითხოვდა დედამთილიც. დაპირისპირება ბავშვების წაყვანის საკითხზე, სწორედ ბებიებს შორის მოხდა. საბოლოოდ, სოციალურმა მუშაკებმა ბავშვები, პატრულის თანხლებით, ქალის დედასთან გადაიყვანეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი