რატომ ამოდის საფერფლეებში მცენარეები ანუ გარემო, სადაც არამწეველთა უფლებები არ ირღვევა

რატომ ამოდის საფერფლეებში მცენარეები ანუ გარემო, სადაც არამწეველთა უფლებები არ ირღვევა

"უკაცრავად, აქ არ ეწევიან" - მიგვანიშნებს საფერფლეებზე გამოსახულო ლოგო. საფერფლეებში კი, არც მეტი, არც ნაკლები, მწვანე ნერგები ხარობს. "ჩვენთან, საფერფლეებში მცენარეები ამოდის", - განმარტავს "AMBEBI.GE" - სთან საუბრისას "ჩი-გუსტას! " მენეჯერი, ეკა ბუაძე.

"ჩი გუსტა!" წიგნების მრავალფეროვანი სამყაროს - "ბიბლუსი გალერეას" კაფეა. კაფე წიგნის შესაძენად თუ წასაკითხად მისულ სტუმრებს იტალიურ მენიუს სთავაზობს. სწორედ კაფეში მისულმა სტუმრებმა, რამდენიმე დღის წინ შენიშნეს მაგიდაზე უჩვეულო საფერფლეები. საფერფლის უჩვეულობას კი ის განაპირობებდა, რომ მასში ნერგი იყო დარგული.

როგორც კაფეს მენეჯერი, ეკა ბუაძე აღნიშნავს, "ჩი გუსტა! " 2014 წლის სექტემბერში გაიხსნა და პირველივე დღიდან არამწეველებისთვის მისაღებ გარემოს წარმოადგენდა.

"ჩვენ ვუფრთხილდებით იმ ადამიანების უფლებებს, რომელბიც არ ეწევიან, მაგრამ მწეველებსაც ვთავაზობთ ალტერნატივას - მათ შემოსასვლელთან შეუძლიათ მოწევა. რაც შეეხება საფერფლეებს, დიდი გამოხმაურება მოყვა არამწეველების მხრიდან. თბილისში არც ისე მარტივია ისეთი კაფე-რესტორნის ნახვა, სადაც სიგარეტის ბოლით არ იქნება ჰაერი გაჯერებული. ეს კი არამწეველების ზონაა და მომხმარებელი პოზიტიურად აღიქვამს მსგავს სიახლეებს", - ამბობს ეკა ბუაძე.

კაფეს მენეჯერი სამომავლოდ, კამპანიის მასშტაბების გაფართოებას არ გამორიცხავს. მანმდე კი, კაფე "ჩი გუსტას!" ეკოლოგიურად სუფთა გარემო ორიგინალური საფერფლეებით დამშვნებეული მაგიდებით უმასპინძლებს სტუმრებს.

როგორეც "ბიბლუსის" წარმომადგენლები აცხადებენ, "ჩი გუსტა!" მალე ბათუმშიც გაიხსნება. ივლისის ბოლოს ბათუმში ჩასული ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეობა "ჩი გუსტას!" მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნებას შეძლებენ. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ, "ბიბლუსი გალერეის" მომსახურებით ისარგებლონ. წიგნები, სასიამოვნო გარემო და იტალიური სამზარეულო, ივლისის ბოლოდან უკვე ბათუმშიც ხელმისაწვდომი იქნება.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი