"ლამაზი გოგო ვიყავი და სოფლის ყველაზე მდიდარმა ოჯახმა ისურვა ჩემი რძლობა, ამ შანსს ხელიდან ვინ გაუშვებდა?"

 "ლამაზი გოგო ვიყავი და სოფლის ყველაზე მდიდარმა ოჯახმა ისურვა ჩემი რძლობა, ამ შანსს ხელიდან ვინ გაუშვებდა?"

ჩემი ამბავი ასე იყო: გავთხოვდი პატარა ასაკში, მშობლების მოწადინებით. სოფელში ვცხოვრობდი. საკმაოდ ღარიბები ვიყავით. ლამაზი გოგო ვიყავი და სოფლის ყველაზე მდიდარმა ოჯახმა ისურვა ჩემი რძლობა. ამ შანსს ხელიდან ვინ გაუშვებდა?

ჰოდა, შემიჩნდნენ მშობლები და ნათესავები, - გათხოვდი, უზრუნველი ცხოვრება გექნებაო... კი მყავდა შეყვარებული - ჩემი სოფლელი, ჩემსავით ღარიბი ბიჭი მიყვარდა, მაგრამ ბავშვი ვიყავი, იოლად მაცდუნეს და კი გავყევი იმ ჩემი ცოდვით სავსე "მილიონერს".

1 შვილი შეგვეძინა. თავიდან თითქოს არა უშავდა, ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, მაგრამ მერე ჩემმა ქმარმა სმას მოუხშირა. სანამ მის მშობლებს შრომა შეეძლოთ, არა გვიშავდა რა... მერე კი ჩვენი საქმე სულ უკან-უკან წავიდა. ვახოს დალევის მეტი არაფერი ახსოვდა, ხელს არ ანძრევდა და მამამისის ქონება როდემდე ეყოფოდა? ჩემი დედამთილ-მამამთილიც გარდაიცვალა და ცოტა ხანში სახლიც თავზე ჩამოგვენგრა: ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა, კედლები დაიშალა, იქაურობა გავერანდა... ჩემს ბედოვლათ ქმარსაც ხასიათი გაუფუჭდა და სულ ჩხუბობდა, საცემრად იწევდა. არ ვაძლევდი მაგის საშუალებას, თორემ კარგად მიმბეგვავდა კიდეც.

მომბეზრდა ეს ყველაფერი, მოვკიდე ჩემს შვილს ხელი და თბილისში წამოვედი

საცხოვრებლად (აქ ერთოთახიანი ბინა გვქონდა, მამამთილის ნაყიდი). ვიფიქრე, - სამსახურს ვიშოვი და თავს რამენაირად გავიტან-მეთქი. მართლაც, მაღაზიაში დავიწყე მუშაობა. ცოტა ამოვისუნთქეთ მე ჩემმა შვილმა. იმდენს ვშოულობდი, რომ ჩვენ გვყოფნიდა. ერთ მშვენიერ დღეს მაღაზიაში ის ჩემი ცოდვით სავსე, ბავშვობის დროინდელი შეყვარებული არ გამომეცხადა?! ძლივს ვიცანი. გაჭღარავებულიყო, სოლიდური იერი მისცემოდა... პირდაღებული შევყურებდი. თავად ვერ მიცნო. გამოველაპარაკე და თავი გავახსენე... ცოდვას ვერ ვიტყვი, ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა.. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი