"რა იცით ქალაქელებმა, რა არის ნამდვილი ოჯახური ტვირთი და როგორია დედობა სოფელში!"

"რა იცით ქალაქელებმა, რა არის ნამდვილი ოჯახური ტვირთი და როგორია დედობა სოფელში!"

"სურვილი გამიჩნდა, მომეწერა თქვენთვის, რათა თქვენს მკითხველს წაეკითხა ჩემი წერილი. ხშირად მესმის ქალებისგან, დედებისგან, მათ შორის - თქვენს საიტზეც, რომ წუწუნებენ სხვადასხვა პრობლემაზე. მაგალითად, იმაზე, რომ უჭირთ სამსახურისა და ოჯახის საქმეების შეთავსება, ვერ პოულობენ კარგ ძიძას, ვერ არჩევენ სათანადოდ საცურაო აუზს, ბავშვი ვერ მიჰყავთ დასასვენებლად კარგ კურორტზე და ა.შ. და ა.შ. იცით, ჩემთვის და კიდევ უამრავი ჩემნაირი დედისთვის, რომლებიც საქართველოს სოფლებში ცხოვრობენ, ეს პრობლემები და ეს თემები ისეა, თითქოს ვიღაც კოსმოსში ლაპარაკობს, თითქოს ეს სხვა პლანეტაზე ხდება და ჩვენ სულ სხვა პლანეტაზე ვართ.

ნეტავ, ოდესმე თუ დაფიქრებულხართ იმაზე, როგორია იყო მშობელი, იყო ქალი და იყო დედა საქართველოს რომელიმე სოფელში? ძალიან მოკლედ გიამბობთ, რა არის ეს, თუმცა მეეჭვება, ბევრმა არ იცოდეს - რატომღაც, ქალაქში აღმოჩენილებს ეს ყველაფერი ავიწყდებათ, ცხოვრების ფერხულში ერთვებიან და არასოდეს არ უფიქრდებიან, რამხელა პრივილეგიაა დღეს თუნდაც ის, რომ ქალაქში ცხოვრობ...

მე კახეთის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობ. ალბათ ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში, ჩვენს სოფელში (და არამარტო ჩვენთან) ელემენტარულად, წყლის პრობლემაა. წყალი არ მოდის არც დღე და არც ღამე. დღის რომელიღაც მონაკვეთში მოწანწკარდება სოფლის ერთ ბოლოში, დავტვირთავთ მანქანას კასრებით, ზოგს ხელით მივახრიგინებთ და ძლივს-ძლივობით ამოვათრევთ ორი დღის სამყოფ წყალს. ვიზოგავთ ყველაფერზე, რომ დიდხანს გვეყოს. წვეთ-წვეთობით ვზომავთ და ვწონით, ნორმალურად ვერ ვსვამთ და ვერ ვბანაობთ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი