მასწავლებლების თვალით დანახული სასკოლო პრობლემები

მასწავლებლების თვალით დანახული სასკოლო პრობლემები

სასკოლო განათლების სისტემის ხარვეზებსა და სფეროში არსებულ ძირითად გამოწვევებზე სპეციალისტების აზრი არაერთხელ მოგვისმენია.

ამჯერად კი ALLNEWS.GE განათლების საკითხებზე იმ ადამიანებს ესაუბრა, რომელთაც ამ პრობლემებთან პირდაპირი შეხება და უშუალო კავშირი აქვთ. ჩვენი რესპონდენტები სხვადასხვა საგნის მასწავლებლები არიან.

სკოლა ზოგადი განათლების მიღების საშუალება და მნიშვნელოვანი სოციალური ინსტიტუტია. მას საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში დიდი ადგილი უკავია.

მოზარდის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ხშირად სკოლაში მიღებული განათლება, ცოდნა, უნარები და მასწავლებლები თამაშობენ. სწორედ ამიტომ, პედაგოგების თვალით დანახული სასკოლო განათლების პრობლემები განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას საჭიროებს.

სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული უკმაყოფილებები - წიგნების ზომა, ხარისხი და რაც მთავარია, მისი შინაარსი თითქმის ყველა საგნის მასწავლებელს აერთიანებს.

ფილოლოგი ნაზი ქათამაძე ALLNEWS-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ სასკოლო პროგრამა ძალიან გადატვირთულია.

"თითქოს, მასწავლებლებს არჩევანის გაკეთების შანსს გვაძლებვენ. შეგვიძლია გადაწყვეტილება ჩვენი შეხედულებების მიხედვით მივიღოთ - რაღაც ნაწილი გამოვტოვოთ და ჩვენეული ვერსია შევთავაზოთ ბავშვებს, თუმცა ეს იწვევს სახელმძღვანელოების მნიშვნელოვნად გადატვირთვას არასაჭირო მასალით."- აღნიშნავს პედაგოგი.

ნაზი ქათამაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია გრამატიკის საკითხების ცალკე შესწავლა.

მისი აზრით, ამ შემთხვევაში მოსწავლეები უკეთესი შედეგის მიღწევას მოახერხებენ. როგორც პედაგოგი ამბობს, დღეს მოტივები არეულია, საკითხების ნაწილი კი შეუსწავლელი რჩება. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი