რატომ მიჰყავდათ "ტკბილი სახლის" აღსაზრდელები მანქანის საბარგულით ტაძარში - ბაგა-ბაღის განმარტება

რატომ მიჰყავდათ "ტკბილი სახლის" აღსაზრდელები მანქანის საბარგულით ტაძარში - ბაგა-ბაღის განმარტება

გუშინ "ფეისბუქზე" გავრცელდა ფოტო, სადაც გადაღებული არიან ბაგა-ბაღის, "ტკბილი სახლის" აღსაზრდელები, რომლებიც მანქანის საბარგულში სხედან. ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ფოტოს გავრცელების შემდეგ Ambebi.ge დაინტერესდა, რა მოხდა რეალურად და იყვნენ თუ არა ეს ბავშვები ნამდვილად ბაგა-ბაღი "ტკბილი სახლის" აღსაზრდელები. ჩვენ ბაღის ერთ-ერთ მფლობელს, შოთა ჭელიძეს ვესაუბრეთ:

"როგორც ცნობილია, ბავშვები ბაღის დირექტორს და დამფუძვნებელს ელზა უგრელიძეს მიჰყავდა ტაძარში პეტრე -პავლობის დღესასწაულზე, საზიარებლად... ასე ხდება ყოველ დიდ დღესასწაულზე. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მშობლები საქმის კურსში იყვნენ... ბაგა-ბაღი "ტკბილი სახლის" ხელმძღვანელობა ბოდიშს უხდის საზოგადოებას და არ უარყოფს მომხდარს. ფოტოს თუ კარგად დააკვირდებით დაინახავთ, რომ სურათი ახლო რაკურსით არის გადაღებული. სურათის ავტორს კი თავში აზრად არ მოსვლია გამოეთქვა პროტესტი, გამოეძახა პატრული და სამართალდარღვევაზე შედგენილიყო აქტი. აქედან გამომდინარე, ბაგა ბაღი "ტკბილი სახლის" სახელი, პრესტიჟი და რეპუტაცია იქნა შელახული, ისევე როგორც ბაშვების და მათი მშობლების. როდესაც ფოტოს მიზანია ფაქტის დაგმობა და დარღვევის პრევენცია იქ მანქანის ნომრები არ უნდა ჩანდეს და მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ანონიმურობა. იმიტომ არსებობს ამ ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოები, რომ უსაფუძვლოდ სხვისი სხვისი პირადი თუ სამეწარმეო ინტერესები, ღირსება და პატივი არ ილახებოდეს. მე ვგმობ ამ ფაქტს და არ ვამართლებ არანაირად. თუმცა ნიშნის მოგებით სურათების ტირაჟირება და სამართალდარღვევის გულგრილად ყურება არანაკლები დანაშაულია. გუშინ ბაღის ხელმძღვანელობის მისამართით წაიკითხავდით მხოლოდ საშინელი სიტყვებით ლანძღვა-გინებას და შეურაცყოფას. "ტკბილი სახლი" კიდევ ერთხელ უხდის საზოგადოებას ბოდიშს და პირობას დებს, რომ ასეთი რამ მეორედ აღარ განმეორდება. ასევე ბაღის ხელმძღვანელობა დიდ მადლობას უხდის თითოეულ მშობელს თანადგომისთვის, რომლებიც გუშინ სოციალურ ქსელში აქტიურ მხარდაჭერას გამოხატავდნენ "ტკბილი სახლის" მისამართით. მშობლების ასეთ ნდობას კი ნამდვილად დამსახურება ჭირდება.

ასევე ისმის კითხვა: სურათის ავტორმა რატომ არ გამოიძახა პატრული მომხდარის ადგილზე და რატომ არ შედგა სამართალდარღვევაზე აქტი? რატომ დაელოდა იგი მანქანის დაძვრას? რა იყო სურათის ავტორის რეალურილი მიზანი? ბავშვების უსაფრთხოება თუ ბაგა ბაღი "ტკბილი სახლის" მიზან მიმართული დისკრედიტაცია? საზოგადოებას ვთხოვ რომ დასკვნები თავად გამოიტანოს", - ამბობს ჭელიძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი