"ვისაც გამარჯობა ვუთხარი, ყველა დაიჭირეს" - ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილის დაკავების დეტალებს იხსენებს

"ვისაც გამარჯობა ვუთხარი, ყველა დაიჭირეს" - ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილის დაკავების დეტალებს იხსენებს

სამართალდამცავებმა ლელა კილაძის საცხოვრებელ სახლთან გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. მაია რჩეულიშვილის ვაჟმა, დაკავებამდე სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებდა, რომ თავად ჩაბარდებოდა სამართალდამცავებს. დაკავების მომენტში მასთან მისი მეუღლე ლელა კილაძე და მსახიობი მიშა მესხი იმყოფებოდნენ. Ambebi.ge ლელა კილაძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაკავების დეტალებზე ისაუბრა.

- "ფეისბუქზეც" დაიდო მიმართვა და "რუსთავი2"-საც მისცა გუკამ დაკავებამდე ინტერვიუ იმის თაობაზე, რომ პოლიციას თავად ბარდებოდა. ლიფტში ვიყავით უკვე, სამართალდამცავები რომ ამოვიდნენ კიბეზე. ამის ფაქტებიც არსებობს.

- სად ემალებოდა პოლიციას გუკა?

- ნამდვილად არ ვიცოდი მანამდე სად იყო. მოვიდა, თავის შვილს ვიდეომიმართვა გაუგზავნა და დაემშვიდობა.

- დედამისის დაკავების გამო მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაბარებოდა სამართალდამცავებს?

- მთავარი მისთვის მხოლოდ დედამისის დაკავება არ იყო, სალომე ჩარკვიანის მიმართ მიღებულმა სასამართლო გადაწყვეტილებამაც იქონია დიდი გავლენა. ის დარწმუნებული იყო, რომ სამი შვილის დედას, რომელსაც ფინანსებთან არანაირი შეხება არ ჰქონდა, გამოუშვებდნენ და თავის საქმეს შემდეგ მოაგვარებდა. ამას როგორ აპირებდა, ამაზე საუბარი ვერ მოვასწარით. სალომე ჩარკვიანის სახით, უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში.

- აპირებთ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას?

- ვნახოთ რას ვიზამთ. ჯერ შოკში ვარ, ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩემს ცხოვრებაში. ბოლო წლების მანძილზე ვისაც გამარჯობა ვუთხარი, ყველა დაიჭირეს. გიგიც, მამაც, გუკაც. წარმოუდგენელი ზეწოლის ქვეშ მიწევს ცხოვრება.

- რა გეხმარებათ ამ ყველაფრის გადატანაში?

- არ ვიცი. გიგის დაკავებაც ძალიან განვიცადე, მაშინ მიღებული სტრესის გამო, მძიმე მდგომარეობით ვიწექი საავადმყოფოში და ახლა იმედია გავუძლებ ამ ყველაფერს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ასევე ნახეთ: ლელა კილაძის ფოტო, რომელიც გუკა რჩეულიშვილის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული

როგორ შეხვდნენ მაია რჩეულიშვილის დაპატიმრებას "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულები - კადრები სასამართლოდან

შესაძლოა თუ არა ნიკოტინმა COVID-19-ისგან დაგიცვათ? - რას ამბობს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ფრანგი მეცნიერების ახალ მიგნებაზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 444-მდე გაიზარდა

მთავრობა განმარტავს, ვისთვის იქნება დასაშვები 27 და 28 აპრილს თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა-გასვლა