"ანას მშობიარობის დროს ყველანი კლინიკაში ვიყავით..." - როგორ შეხვდა პრეზიდენტი ბაბუობას

"ანას მშობიარობის დროს ყველანი კლინიკაში ვიყავით..." - როგორ შეხვდა პრეზიდენტი ბაბუობას

რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი დედა გახდა. ანამ ჩაჩავას კლინიკაში პატარა ანასტასია გააჩინა. შვილიშვილის დაბადების შესახებ, საზოგადოებას პირველმა, თავად პრეზიდენტმა აცნობა. Ambebi.ge პრეზიდენტის დედას, ქალბატონ მზია მარგველაშვილს დაუკავშირდა:

- ძალიან კარგი და მშვენიერი ახალი სიცოცხლე გაჩნდა. ყოველი ახალის გაჩენა დღესასწაული და საოცრებაა, მივეჩვიეთ ამას, მაგრამ მაინც დიდი საოცრებაა ახალი სიცოცხლე. ანა კარგად გრძნობს თავს, ბავშვიც კარგად არის. ჩვენი გოგონა საკეისრო კვეთით გაჩნდა. შაბათს ორივეს გამოწერენ კლინიკიდან.

- ვის ჰგავს პატარა ანასტასია?

- არ ვიცი ვის გავს. რომ ვუყურებ სასიამოვნო გოგონაა, სხივი მოდის მისგან და აქედანაც სასიამოვნო სხივი ხვდება. ბავშვი 3500 გრამი დაიბადა. მას სახელი გიგიმ და ანამ ერთად შეურჩიეს.

- რატომ დაარქვეს ანასტასია?

- ანას დედას ჰქვია ანასტასია და ამიტომ დაარქვეს პატარასაც ანასტასია.

- პრეზიდენტი როგორ შეხვდა ბაბუობას?

- გიორგი ძალიან გახარებული იყო, რაღაცნაირად უხაროდა. ანას მშობიარობის დროს ყველანი კლინიკაში ვიყავით და ერთად გავიხარეთ.

- თქვენ დაეხმარებით ანას პატარას აღზრდაში?

- ანა და გიგი გიგის მშობლებთან ცხოვრობენ. პატარაა ანა, მაგრამ ძალიან მოწადინებული დედაა, გვერდით უდგას გიგიც და გიგის დედაც. ჩემი სიძის დედა ძალიან მზრუნველი, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანია, ის დაეხმარება ანას ბავშვის აღზრდაში.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი