ტექნოპარკში "ინტერპრესნიუსის" ორი ახალი პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს

ტექნოპარკში "ინტერპრესნიუსის" ორი ახალი პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს

ტექნოპარკში საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ორი ახალი პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს. სააგენტო მიწვეული სტუმრებისთვის "ინტერპრესნიუსის" მობილურ აპლიკაციას და საარჩევნო გვერდს წარადგენს.

"ინტერპრესნიუსის" მობილური აპლიკაცია მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, არა მხოლოდ გაეცნოს სააგენტოს სიახლეებს, არამედ გამოიწეროს მისთვის საინტერესო სიახლეები და მიიღოს შეტყობინების სახით, შეცვალოს რუბრიკების თანმიმდევრობა შეხედულებისამებრ, გაეცნოს სააგენტოს ფოტო და ვიდეოგალერეებს. ამასთან, "ინტერპრესნიუსის" აპლიკაციაში ინტეგრირებულია ბიზნეს პორტალი bpn.ge და შესაძლებელია ტელეკომპანია Palitranews-ის პირდაპირი ეთერის ყურებაც.

რაც შეეხება საარჩევნო გვერდს, "არჩევნები 2016"-ზე განთავსდება ინფორმაცია პარტიების შესახებ, მათი საარჩევნო პროგრამები და სიები, ასევე სიახლეები პოლიტიკური პარტიების ყოველდღიური აქტივობების შესახებ, რაც მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გაეცნოს.

ღონისძიებაზე პოლიტიკური, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არიან მიწვეული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი