"ინტერპრესნიუსმა" მობილური აპლიკაციისა და საარჩევნო გვერდის პრეზენტაცია გამართა

"ინტერპრესნიუსმა" მობილური აპლიკაციისა და საარჩევნო გვერდის პრეზენტაცია გამართა

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" ორი ახალი პროექტი წარადგინა. "ინტერპრესნიუსის" მობილური აპლიკაციისა და საარჩევნო გვერდის პრეზენტაცია ტექნოპარკში გაიმართა.

"პალიტრა მედიის" გენერალური დირექტორის მოადგილის, ავთანდილ წერეთლის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე "ინტერპრესნიუსის" მომხმარებლისთვის.

"დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენი მომხმარებლისთვის. ეს გახლავთ ორი ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ესენია, მობილური აპლიკაცია, რომელიც შეესაბამება ყველა თანამედროვე სტანდარტს და ასევე ახალი პოლიტიკური გვერდის პრეზენტაცია, რაც არის მნიშვნელოვანი ინოვაციური პროექტი. ეს პროექტი ორიენტირებულია საარჩევნო პროცესში ჩვენი მომხმარებლების და ასევე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაზე, რათა მათ ჰქონდეთ სრულიად ახალი, ერთიანი ვებსივრცე, სადაც შეეძლებათ მიიღონ ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების აქტივობებზე, მათ მიდგომებზე, ხედვებზე, პროგრამებზე და ა. შ.", - განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

"ინტერპრესნიუსის" მობილური აპლიკაცია კი მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, არა მხოლოდ გაეცნოს სააგენტოს სიახლეებს, არამედ გამოიწეროს მისთვის საინტერესო სიახლეები და მიიღოს შეტყობინების სახით, შეცვალოს რუბრიკების თანმიმდევრობა შეხედულებისამებრ, გაეცნოს სააგენტოს ფოტო და ვიდეოგალერეებს. ამასთან, "ინტერპრესნიუსის" აპლიკაციაში ინტეგრირებულია ბიზნეს პორტალი bpn.ge და შესაძლებელია ტელეკომპანია Palitranews-ის პირდაპირი ეთერის ყურებაც.

პროექტების პრეზენტაციას პოლიტიკური, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი