"ვახტანგი დასუსტდება... დეპრესიები დაეწყება" - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ 2003 წელს რჩეულიშვილების ბიზნესზე

"ვახტანგი დასუსტდება... დეპრესიები დაეწყება" - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ 2003 წელს რჩეულიშვილების ბიზნესზე

რჩეულიშვილების ოჯახთან დაკავშირებით ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წინასწარმეტყველებების ნაწილი ვრცელდება.

"1999 წელი, 5 ნოემბერი, დილის 10 საათი.

რჩეულიშვილი ვახტანგი ძალიან დასუსტდება. მას დიდი დეპრესიები დაეწყება. საჭიროა მკურნალობა.

2003 წელი, 12 სექტემბერი, ღამის 4 საათი.

რჩეულიშვილების დინასტიის დამხობას ვხედავ პოლიტიკაშიც და ბიზნესშიც! ასეთია ბედისწერა.

ლელა კაკულია

ბევრი წლის წინ, როდესაც ჩვენს ქალაქში მშენებლობის ბუმი იდგა, ხოლო რჩეულიშვილების ოჯახის კუთვნილი "ცენტრ-პოინტი" უმსხვილესი სამშენებლო კომპანია გახლდათ და უზარმაზარ პროექტებს ეჭიდებოდა, ჩვენმა გაზეთმა, სახელწოდებით "ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია" მორიგი ჩანაწერები გამოაქვეყნა. მათ შორის იყო ზემოთ მოყვანილი 2003 წლის 12 სექტემბრის წინასწარმეტყველებაც.

გაზეთის გამოსვლიდან ორიოდე დღეში რედაქციაში ტელეფონის ზარი გაისმა. უცნობი ქალბატონი რეკავდა, რომელიც "ცენტრ-პოინტის" პრესმდივნად გამეცნო მე — გაზეთის რედაქტორს და მყის საყვედურებით ამავსო, რატომ გამოქვეყნეთო ასეთი ჩანაწერი.

გამიკვირდა, ვითომ რატომ არ უნდა გამოგვექვეყნებინა, ან რა უფლება გვქონდა, რომ წინასწარმეტყველება დაგვემალა ხალხისთვის-მეთქი?

მართალია, ქალბატონი აშკარად კულტურული და კარგად აღზრდილი ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენდა, მაგრამ მაინც გაწიწმატდა:

- იმიტომ, გენაცვალე, რომ ხალხმა თქვენი გაზეთი წაიკითხა და ოფისში მოგვივარდა, შემოტანილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ, გვეუბნებიან, თქვენი აშენებული ბინები აღარ გვინდა, ლელა კაკულია ჩავარდნას გიწინასწარმეტყველებთო! — კატეგიორიული ტონით გამომიცხადა "ცენტრ-პოინტის" პრესმდივანმა.

ამაზე ვუპასუხე, რომ გულწრფელად ვწუხდი კომპანიის პრობლემების გამო, მაგრამ ვერაფრით დავეხმარებოდი.

ყველაზე საინტერესო მაინც ის იყო, რომ ქალბატონმა პრესმდივანმა გაზეთის მომდევნო ნომერში წინასწარმეტყვური ჩანაწერის შესწორება, უფრო სწორად, უარყოფა მოითხოვა, რაზეც უკვე მე აღვშფოთდი და ძალიან თავაზიანად მოვახსენე, რომ ეს გამორიცხული იყო, ვინაიდან ჩვენი მისია ხალხისთვის ჭეშმარიტების წინასწარ შეტყობინება იყო და არა მისი დამახინჯება. მით უმეტეს, რომ წინასწარმეტყველების გადაკეთების უფლება დედამიწის ზურგზე არავის აქვს - თავად ქალბატონ ლელასაც კი.

საუბრის დასასრულს "ცენტრ-პოინტის" წარმომადგენელმა ერთგვარი დაქადნებით მითხრა, მართალია, ახლა მცირე პრობლემები აქვს ჩვენს კომპანიას, მაგრამ ნახეთ, თუ თქვენს ჯიბრზე არ ამოვატრიალოთ საქმეო.

რაღა თქმა უნდა, წარმატება ვუსურვე, დავლოცე კიდეც, ღმერთმა გიშველოთ-მეთქი და დავემშვიდობე. თუმცა, გამოგიტყდებით და გულწრფელი არ ვიყავი, ვინაიდან როგორც ყოველთვის, დარწმუნებული გახლდით, რომ ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებოდა მცდარი და რომ მისი ნათქვამი ზუსტად ისე ასრულდებოდა, როგორც იყო წარმოთქმული, რაოდენ ძლიერეადაც უნდა გვსურდეს ადამიანებს საპირისპირო.

ამ საუბრიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ რჩეულიშვილების სამშენებლო კომპანიას უკვე ძალიან გაუსერიოზულდა პრობლემები. მშენებლობები შეწყდა, ხალხი ბინებს ელოდა, მაგრამ ვეღარ იღებდა და ახლა უკვე მთელი ძალიან შეუტიეს "ცენტრ-პოინტს" შეტანილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით.

სწორედ მაშინ ვუამბე პირველად მკითხველს ზემოხსენებული ისტორია და იქვე დავძინე, რომ ისინი, ვინც წინასწარმეტყველების გამოქვეყნებისთანავე მივიდნენ კომპანიაში და ფული უკან მოითხოვეს, ძალიან, ძალიან ჭკვიანი, გონიერი ადამაინები გახლდნენ, რომ წინასწარმეტყველს ენდნენ. დღეს, როცა რჩეულიშვილების ოჯახის წევრების კუთვნილი კომპანია, სამწუხაროდ, დამხობილია და პოლიტიკური კარიერაც ჩაძირული, კიდევ მეტად დარწმუნებული ვარ ამაში.

ზედმეტი განმარტებებით თავს არ შეგაწყენთ, ისედაც ყველამ იცით, რომ სამშენებლო კომპანია "ცენტრ - პოინტ ჯგუფის" დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი, მისი ვაჟი -სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილი, შპს "ცენტრ - პოინტი აჭარის" დირექტორები: ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი მენაშენეთა ფულადი სახსრების გაფლანგვის ბრალდებით არიან დაკავებულები", - ნათქვამია კაკულიას "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქალაქო სასამართლომ "ცენტრ-პოინტის" საქმზე ბრალდებულებს მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე სალომე ჩარკვიანს და ირაკლი მინდელს პატიმრობა შეუფარდა. მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. რაც შეეხება გუკა რჩეულიშვილს, სამართალდამცველებმა ის ლელა კილაძის საცხოვრებელ სახლთან აიყვანეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი