სად ატარებენ ზაფხულის ცხელ დღეებს ქართველი "ფეისები"

სად ატარებენ ზაფხულის ცხელ დღეებს ქართველი "ფეისები"

მართალია წლევანდელი ზაფხული საკმაოდ გრილი და ნალექიანია, მაგრამ მზიანი დღეები საცურაო აუზზე გაგრილების გარეშე წარმოუდგენელია.

აუზებს ყველაზე ხშირად ცნობილი ადამიანები სტუმრობენ და დასვენების ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელშიც აქტიურად აქვეყნებენ.

პროდუსერი კახა მამულაშვილი მთელ დღეებს "ჰოლიდეი ინის" საცურაო აუზზე ატარებს, როგორც ჩანს, ცურვა ძალიან უყვარს და უკვე კარგად გარუჯულიც არის.

ამ საცურაო აუზზე გრილდება მსახიობი რუსკა მაყაშვილიც. რაც შეეხება მსახიობ იუნა შაფათავას, ის სიცხეს "სპორტ თაიმის" საცურაო აუზზე არიდებს თავს და არც საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოების სოციალურ ქსელში გაზიარებას ერიდება.

კრისტი ყიფშიძე საცურაო აუზის და რუჯის დიდი მოყვარულია, შესაბამისად დასასვენებლად სპორტულ კომპლექსებს ხშირად სტუმრობს. როგორც ჩანს, წელს კრისტიმ უკრაინაში მოახერხა დასვენება. სოციალურ ქსელში მოდელმა უკრაინაში, TSARSKY-ზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

მოდელი თამუნა ვაშალომიძე ამჯერად უკრაინაში იმყოფება. ქართველი გოგონა უკრაინაში გადაღებებზე მიიწვიეს, რის გამოც თბილისში დაგეგმილი გრანდიოზული დაბადების დღის გადადება მოუწია. თამუნა მუშაობის პარალელურად აუზზე დასვენებასაც ახერხებს.

ბათუმში იმყოფება მომღერალი ქეთა თოფურია. რუსეთში მცხოვრები პოპულარული მომღერალი მშობლიურ ქვეყანას კონცერტით ესტუმრა და პატარა ოლივიაც ჩამოიყვანა. ქეთამ ოლივიასთან ერთად, ბათუმის სანაპიროზე გადაღებული ფოტო "ინსტაგრამზე"  გამოაქვეყნა.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი