საფრანგეთში ოთხ ქართველს ეძებენ

საფრანგეთში ოთხ ქართველს ეძებენ

ახლობლები საფრანგეთში მცხოვრებ ოთხ ქართველს ეძებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, ეკა სირაძე-დელონემ განუცხადა, საელჩოში გახსნილ ცხელ ხაზზე შესაბამისი ზარი დღეს შევიდა.

"ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან, არიან საფრანგეთის მოქალაქეები, თუმცა ქართული წარმოშობის. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. სახელებს და გვარებს არ ვასახელებ შეგნებულად, სანამ არ გვექნება დაზუსტებული ინფორმაცია მათ შესახებ", - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, მათთვის ცნობილია, რომ ისინი ცხოვრობდნენ ლიონში და გუშინ ნიცაში იმყოფებოდნენ.

"ვცდილობთ, რომ ჩვენც ჩავერთოთ ამ ძიებაში, რომ დავეხმაროთ ოჯახს და ახლობლებს", - განაცხადა ეკა სირაძე-დელონემ.

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებული ღონისძიების დროს ადამიანთა თავყრილობაში სატვირთო ავტომანქანა შევარდა, რის შემდეგაც ცეცხლის გახსნა მოხდა. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმას 84-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

იხილეთ ვიდეო: ნიცაში 4 ქართველს ეძებენ - საქართველოს ელჩის ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი