სალომე ჩარკვიანის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

სალომე ჩარკვიანის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

"ცენტრ პოინტის" საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, სალომე ჩარკვიანმა საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მადლობელია ყველა იმ ადამიანის, ვინც მას გვერდში დაუდგა.

"მადლობას ვუხდი ყველას, ჩვენს პატრიარქს, სასულიერო პირებს, ჩემს შვილს, ყველას ვინც დამიდგა თავდებში, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, უცნობებს, ნაცნობებს, სრულიად საქართველოს. მადლობა მინდა გადავუხადო ბადრაგებს, პოლიციას და მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის", - განაცხადა სალომე ჩარკვიანმა.

სალომე ჩარკვიანი საპროცესო შეთანხმებით დღეს გათავისუფლდა და მას 4- წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა.

სალომე ჩარკვიანის გათავისუფლების საკითხზე როგორც საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე განმარტავს, გათვალისწინებულია ის გარემოებები, რომ სალომე ჩარკვიანმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა პროკურატურასთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მიაწოდა სამართალდამცველებს ინფორმაცია. ასევე ჩარკვიანი ადრე ნასამართლევი არ ყოფილა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ სალომე ჩარკვიანმა თბილისის პროკურატურას მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით 15 ივლისს მიმართა.

"განცხადების განხილვისას ბრალდების მხარემ გაითვალისწინა რიგი გარემოებები. კერძოდ, სალომე ჩარკვიანმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, მისცა საქმის რეალური გარემოებების ამსახველი ობიექტური ჩვენება. იგი წარსულში არ არის ნასამართლევი. საქმეში მისი როლი და ქმედების ხასიათი შედარებით ნაკლები საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია. პროკურატურის მიერ ასევე გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ დაზარალებულებმა მათთან გავლილი წერილობითი კონსულტაციების დროს დააფიქსირეს თანხმობა სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მიღებულია გადაწყვეტილება სალომე ჩარკვიანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რა დროსაც მას სასჯელის სახით განესაზღვრება პირობითი მსჯავრი", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი