ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის აღსაზრდელების მშობლები თურქეთის კონსულის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებენ

ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის აღსაზრდელების მშობლები თურქეთის კონსულის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებენ

ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის აღსაზრდელების მშობლები თურქეთის გენერალური კონსულის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მე-11 კლასის მოსწავლის მშობელმა დათო წულუკიძემ განუცხადა, შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ძლიერი თაობები ყავს აღზრდილი.

"ლიცეუმს ყველაზე ძლიერი თაობები ჰყავს აღზრდილი. ჩემმა შვილმა წელს ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი აიღო. უძველეს ელექტროობაზე ჰქონდა კვლევა, რომელიც ეგვიპტის პირამიდებს შეეხება. დარწმუნებული ვარ, ის წარმატებული სტუდენტი გახდება და ქვეყნის განვითარებაში შეიტანს წვლილს. საქართველოს მთავრობა გვერდში უნდა დაუდგეს ამ ლიცეუმს და გაათავისუფლოს ყოველგვარი პოლიტიკური თამაშებისგან. სკოლაში ქართველი პედაგოგები მუშაობენ, მომწონს წესრიგი, რომელიც აქ არის. განსაკუთრებული ყურადღება ინგლისურს, თურქულს და ტექნიკურ საგნებს ეთმობა. ბავშვებს არავინ ეუბნება სასულიერო განათლების მხრივ გამოიჩინონ განსაკუთრებული ინტერესი. სკოლა ორიენტირებულია განათლებაზე, რაც მე ძალიან მომწონს", - აღნიშნა დათო წულუკიძემ.

მეათე კლასის მოსწავლის მშობელი მაგდა მელაძესთვის კონსულის განცხადება მიუღებელია და მისგან განმარტებებს ითხოვს.

"რას ნიშნავს ბავშვი სკოლაში არ გავუშვა? მეშვიდე კლასიდან იქ სწავლობს. ჩემს შვილს ძალიან კარგად ვიცნობ. ამ ხნის განმავლობაში მასში არც ტერორისტული აზროვნება და არც რაიმე ინტერესი რელიგიური ექსტრემიზმის კუთხით არ შემიმჩნევია. ძალიან ჰუმანური და მოწესრიგებულია ჩემი შვილი. სკოლა ორიენტირებულია, ბავშვმა კარგი განათლება მიიღოს. ინგლისური და ტექნიკური საგნები, სპორტი და ინოვაციები არის ამ სკოლის პრიორიტეტი. აქ ქართველი მასწავლებლები ისეთივე პროგრამით ასწავლიან, რასაც სხვა სკოლებში", - აღნიშნა მაგდა მელაძემ.

შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში სწავლის წლიური გადასახადი 2 000$-ის ექვივალენტია ლარში.

თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემისქანის კომენტარს TV25 ავრცელებს. კონსული გადატრიალების მცდელობასთან აშშ-ში მცხოვრები ფეტჰულა გიულენის კავშირზე საუბრობს.

„ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ანუ ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, აჭარაში არის მსგავსი სკოლები. ერთ-ერთია რეფაიდინ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი. მე მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ქართველ ხალხს, ნუ გაუშვებთ შვილებს ამ სკოლაში, ნუ ასწავლით, იმიტომ რომ ეს არის ტერორისტული დაჯგუფება და აქ ტერორისტულ მიზნებს ემსახურებიან. უახლოეს პერიოდში მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ამ ორგანიზაციების სკოლები დაიხუროს“, - განაცხადა კონსულმა, რომლის კომენტარის ქართულ თარგამანს TV25 ავრცელებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი