აშშ-სა და თურქეთის აეროპორტებს შორის ყველა ავიარეისი აიკრძალა

აშშ-სა და თურქეთის აეროპორტებს შორის ყველა ავიარეისი აიკრძალა

აშშ-ის საავიაციო ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, აშშ-სა და თურქეთის აეროპორტებს შორის ყველა ავიარეისი აიკრძალა, - ამის შესახებ ნათქვამია "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მგზავრებმა, რომელთაც ეს გადაწყვეტილება შეეხოთ, შესაბამის ავიაკომპანიას უნდა მიმართონ. ამ დროისთვის ავიაკომპანიები ცდილობენ მგზავრების გადამისამართებას ალტერნატიულ მარშრუტებზე.

"აშშ-ის საავიაციო ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, აიკრძალა ყველა ავიარეისი აშშ-სა და თურქეთის აეროპორტებს შორის. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის აკრძალვა მოიცავს თურქეთიდან და მის მიმართულებით მფრენ კომერციულ და კერძო საჰაერო ხომალდებს, ასევე ტრანზიტულ ავიარეისებს მესამე ქვეყნის გავლით, თურქეთიდან ამერიკის მიმართულებით.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება დაწესებული შეზღუდვა, თუმცა აშშ საავიაციო ხელისუფლების განცხადებით, ისინი აკვირდებიან მოვლენებს სხვა უწყებებთან ერთად და განვითარებული მოვლენების მიხედვით მიიღებენ შემდგომ გადაწყვეტილებებს. მგზავრებმა, რომელთაც შეეხოთ აღნიშნული გადაწყვეტილება, უნდა მიმართონ შესაბამის ავიაკომპანიას. ამ დროისთვის ავიაკომპანიები ცდილობენ მგზავრების გადამისამართებას ალტერნატიულ მარშრუტებზე.

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და შეზღუდვებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას აუცილებლად შეიტყობთ ჩვენი გვერდის საშუალებით", - ნათქვამია "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი