ქართული თაღლითური სქემები, რის გამოც მოსახლეობამ მილიონობით ზარალი მიიღო

 ქართული თაღლითური სქემები, რის გამოც მოსახლეობამ მილიონობით ზარალი მიიღო

1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში არაერთი ფინანსური თაღლითობა დატრიალდა, რომელმაც უამრავი ადამიანი სახლ-კარის გარეშე და ფინანსურად დაზარალებული დატოვა.

მთავრობამ, ფინანსურმა ორგანიზაციებმა და სამშენებლო კომპანიებმა მილიონობით მოქალაქე დააზარალეს. ჩვენი რესპონდენტები ყველაზე გამორჩეული და მსხვილი ფინანსური მაქინაციების შესახებ გვიამბობენ, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში მოხდა:

ზურაბ გვასალია - საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე: "1990-იან წლების დასაწყისში მთელ საბჭოთა სივრცეში უამრავი ორგანიზაცია იყო, რომელიც მოსახლეობიდან ფულის ამოღებას ცდილობდა. მსგავსი ორგანიზაციები საქართველოშიც მოქმედებდნენ, მათ შორის იყვნენ "ოქროს საწმისი", "ოქროს თასი", "აჩი" და სხვები... რა თქმა უნდა, არცერთი არ იყო პატიოსანი საბანკო დაწესებულება, მათ საბანკო ლიცენზიაც არ ჰქონდათ. მოსახლეობაში ეს სახელები დღემდე ბანკებთან არის გაიგივებული, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პირამიდები იყო. ისინი მოსახლეობისაგან ფულს იღებდნენ და სხვებთან შედარებით მაღალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობდნენ. გაუთვითცნობიერებელი მოსახლეობა ანგარიშს ვერ უწევდა, რომ ეს საკმაოდ სახიფათო თამაში იყო, ამიტომ, ძალიან ბევრი ადამიანი მოტყუვდა.

ეს ორგანიზაციები ხალხს ფარატინა ფურცლებს ურიგებდნენ, ჰქონდათ ოფისი, ბუღალტერია და საბანკო ანგარიში, თანაც, შესატანი თანხის სიდიდეს მნიშვნელობა არ ჰქონდა: შეიძლებოდა 100 მანეთიც შეგეტანათ და მილიონიც - ყველანაირ თანხას იღებდნენ. ეს იყო ჩვეულებრივი პირამიდა, ამიტომ ახერხებდნენ ამხელა პროცენტების გადახდას. საბოლოოდ, ეს კომპანიები გაკოტრდნენ, მათი ხელმძღვანელები კი, საზღვარგარეთ გაიქცნენ. ზოგიერთი მათგანი დააკავეს და პასუხი მოსთხოვეს, მაგრამ მოსახლეობის ფული მაინც შერჩათ.

თუ საქართველოში ახლაც არის მსგავსი კომპანიები, მათთან ურთიერთობისას ყველას დიდი სიფრთხილისაკენ მოვუწოდებ. პირველ რიგში, მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე გამოკიდება არ ღირს, რადგან ასეთი მაღალი პროცენტი ბუნებაში არ არსებობს. თვითონაც იციან, რომ ადრე თუ გვიან ეს ძაფი გაწყდება, მაგრამ სხვისი გაკოტრების ხარჯზე მდიდრდებიან. სხვათა შორის, 1990-იან წლებში ბევრს გადავაფიქრებინე აღნიშნული ფირმების ანგარიშზე თანხის შეტანა, სამწუხაროდ, ბევრმა არ დამიჯერა და წაგებული დარჩა"  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი