მაკა ჩიჩუას ელეგანტური სტილი სლოვენიაში ვიზიტის დროს

მაკა ჩიჩუას ელეგანტური სტილი სლოვენიაში ვიზიტის დროს

18-19 ივლისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი შედგა. გიორგი მარგველაშვილი ლუბლიანაში პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და საქართველოს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლუბლიანაში, სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. მოგვიანებით, საპატიო სტუმრების პატივსაცემად სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბორუტ პაჰორის და ტანია პეჩარის სახელით ოფიციალური სადილი შედგა.

ასევე, გიორგი მარგველაშვილმა და სლოვენიის პრეზიდენტმა ბორუტ პაჰორმა მაკა ჩიჩუასთან და ტანია პეჩარისთან ერთად საქართველო-სლოვენიის მეგობრობის ნიშნად, თბილისის ქუჩაზე სიმბოლურად, "მეგობრობის სკამი" გახსნეს.

ვიზიტის ფარგლებში მაკა ჩიჩუას სტილი ტრადიციულად გამორჩეული იყო. პირველმა ლედიმ ვარცხნილობა შეიცვალა და თმა შეიმოკლა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დახვედრის ცერემონიაზე, მაკა ჩიჩუამ თეთრი პიჯაკი და შავი ქვედაბოლო მოირგო, ოფიციალურ სადილზე კი ხავერდის შავ კაბაში იყო გამოწყობილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი