ავარიის შედეგად დაშავებულ მორაგბეებს პირველი ჯგუფის დადებითი სისხლი ესაჭიროებათ

ავარიის შედეგად დაშავებულ მორაგბეებს პირველი ჯგუფის დადებითი სისხლი ესაჭიროებათ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი და და "ლელოს" წევრი გიორგი ლომინაძე მძიმე ავარიაში მოყვნენ. შემთხვევის დროს სპორტსმენებთან ერთად მათი მეუღლეები იმყოფებოდნენ. ოთხოვე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა მძიმეა. ცოტა ხნის წინ "ფეისბუქის" გვერდზე "რაგბი ჩვენი თამაშია" შემდეგი შინაარსის განცხადება გავრცელდა:

"SOS!!!!გთხოვთ მეგობრებო გაავრცელოთ, სასწრაფოდ ქუთაისის სისხლის ბანკს ესაჭიროება პირველი ჯგუფის დადებითი რეზუსის სისხლი... მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა !!!!!

(ერითმასა (1) რეზუს დადებითი მინიმუმ 4 დოზა და კროოპლაზა 2 დოზა (1) რეზუს დადებითი. ქუთაისი სისხლის ბანკი. სასწრაფოდ ესაჭიროებათ მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეს ანანოს, რომლის მდგომარეობაც ამ ეტაპზე მძიმეა)", - ნათქვამია განცხადებაში.

საზარელი ავარია ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ნახეთ: როგორია ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბეების მდგომარეობა - მწვრთნელის კომენტარი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი