კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:47 / 22-07-2016
უახლესი ინფორმაცია ავარიაში მოყოლილი მორაგბეების შესახებ: კვირიკაშვილი სტაბილურადაა, ლომინაძე - კვლავ მძიმედ
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, გიორგი ლომინაძის კი კვლავ მძიმე რჩება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმღების ექიმმა, დავით წულაიამ განუცხადა.

"21 ივლისს, 18:40 საათზე, ჩვენს საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ორი პაციენტი შემოიყვანეს. ერთ-ერთი 32 წლის მერაბ კვირიკაშვილია, რომლის მდგომარეობა მძიმე არ არის. ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვე იმყოფება. პაციენტი გონზეა და ადეკვატურად პასუხობს კითხვებს. დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს - 26 წლის გიორგი ლომინაძეს სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული. აღენიშნება
ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი, უტარდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ ის გადარჩეს და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას", - განაცხადა მიმღების ექიმმა.

იხილეთ ვიდეო

სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოავარია გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. კვირიკაშვილი და ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მგზავრობდნენ, რომლებმაც ასევე სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.

ავარიას ემსხვერპლა მეორე მანქანაში მსხდომი სამი ადამიანი - ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მეგობარი.

Car crash kills three and injures Georgian rugby players
22:35 / 22-07-2016
eh
0
ეჰ როგორ შემეცოდა. შემძრა გუშინ რომ გავიგე სჰეიძლება გული წამვსლოდა ზუსტად არ ეწერა რა მოხდა და რა სჭირდა ეხლა კი გავარკვიე. ძაან ცუდია. საწყენი ასეთი რაგბისტი კრიტიკულ მდგომარეობაში როა. ჯანმრთელობას და მალე ისევ რაგბში დაბრუნებას ვუსურვებ. ღმერთმა დაფაროს და გააძლიეროს. ვუცუ ღმერთი მას გადაარჩენს. ორივეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!
19:07 / 22-07-2016
tamuna - ს. მარიამი.
0
თამუნა მათ შესახებაც უწერიათ. გახსენი და წაიკითხე თუ გაინტერესებს. ზალიან ლამაზი წყვილია დაღუპული, გული დამეწვა!
მსგავსი სიახლეები
ავარია ქობულეთში: მიკროავტობუსისა და სატვირთოს შეჯახებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
შემთხვევის შედეგად 4 მსუბუქი ავტომანქანა დაიმტვრა
ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები შეეჯახნენ
გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს
ავარიის შედეგად, ტრაილერის მძღოლი მსუბუქად დაშავდა
სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა
"ლიკვიდაცია კომპანიამ მალევე მოახერხა, თუმცა უცნობია, რატომ გახანგრძლივდა საბაგიროს შეფერხებით მუშაობა"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:48 / 22-09-2017  Image ლვოვის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა
+VIDEO მოსამართლის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ
19:04 / 22-09-2017  Image "იქაც, უფლის საუფლოში ჩემი უფროსი გოგო მელოდება" - ქართველ მსახიობს გადასარჩენად საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
გორის თეატრის მსახიობი მაიკო ტურაშვილი მძიმე დაავადებას, მკერდის კიბოს ებრძვის
16:59 / 22-09-2017  Image რა ღირს სახლის მშენებლობა თბილისსა და მის შემოგარენში?
მშენებლობის დაწყებას ძალიან ბევრი სირთულე და უამრავი ნიუანსი ახლავს, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია.
13:47 / 22-09-2017  Image ვისი აგენტი იყო ერნესტ ჰემინგუეი? - მწერლის საიდუმლო ცხოვრების დეტალები
როგორ გადაიბირა საბჭოთა НКВД-მ ერნესტ ჰემინგუეი
14:44 / 22-09-2017  Image "რუსკას 1400 ლარი ჰქონდა ხელფასი და იმასაც ვერ აძლევდნენ" - რას პასუხობს ნიკა გვარამიას თამარ მაყაშვილი
"გვარამია ბევრს რომ ლაპარაკობს და ყველას ჰგონია..."
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49