აჭარაში მოქმედი გიდებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება იწყება

აჭარაში მოქმედი გიდებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება იწყება

აჭარის რეგიონში მოქმედი გიდებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება იწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიდებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტ "რეკომდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ" ფარგლებში დაიწყო. დეპარტამენტის სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრში დღეს რეგიონში მოქმედ გიდებს პროექტის პრეზენტაცია ჩაუტარდათ. დეპარტამენტში მათ პროექტის დანიშნულება, მიზანი, მასში ჩართვის მექანიზმები და უპირატესობები გააცნეს.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროექტის - "რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ", მიზანია ხელი შეუწყოს გიდის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას რეგიონში. პროექტში ჩართული გიდებისთვის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მინიჭებული ხარისხის ნიშანი მათი მხარდაჭერის, პოპულარიზაციისა და კონკურენციის გაზრდისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება. პირველ ეტაპზე "ქალაქის გიდის", "ზემო აჭარის გიდისა" და "დაცული ტერიტორიის გიდისათვის" შესაბამისი ხარისხის მინიჭება იგეგემება.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროექტში ჩართვის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე www.recommend.ge. მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის შემოწმება ტესტირებისა და პრაქტიკული ტურების ჩატარების შედეგად მოხდება. შედეგებს სპეციალური ტექნიკური კომიტეტი შეაფასებს, რის შემდეგაც გიდებისთვის ხარისხის ნიშნის "რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ" მინიჭება მოხდება.

"პროექტს "რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ" დღეიდან ახალი კომპონენტი ემატება. თუკი აქამდე პროექტის ფარგლებში ხარისხის ნიშანს მხოლოდ კვებისა და განთავსების ობიექტებს ვანიჭებდით ახლა ამას ემატება გიდებიც. პროექტი არის ნებაყოფლობითი და მასში ჩართვა აჭარაში დასაქმებულ ნებისმიერ გიდს შეუძლია. ჩვენი პროექტი ერთი მხრივ ხელს შეუწყობს გიდების მხარდაჭერას და მათ პოპულარიზაციას, მეორე მხრივ კი, ეს გაზრდის კონკურენციას თავად მოქმედ გიდებს შორის", - განაცადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

პროექტი "რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 2016 წელს დაიწყო. პროექტი პირველ ეტაპზე ხარისხის ნიშნის მინიჭებას სასტუმროებისა და რესტორნებისთვის ითვალისწინებდა და 1 ივნისს რეგიონს დეპარტამენტის მიერ "რეკომენდებული" 18 ტურისტული ობიექტი შეემატა. "1 აგვისტოდან ხარისხის ნიშნის მქონე განთავსებისა და კვების ობიექტების რიცხვი რეგიონში გაიზრდება, რადგან ამ ეტაპზე 45 ტურისტული ობიექტი ცდილობს ხარისხის ნიშნის მიღებას. ხარისხის ნიშანი სტუმრებისთვის აღნიშნულ ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების არსებობის გარანტიას გულისხმობს. დღეიდან, კი პროექტს "რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ" ახალი კომპონენტი დაემატა, რაც უკვე ხარისხის ნიშნის მინიჭებას გიდებისთვის ითვალისწინებს", - განაცხადეს ადმინისტრაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი