ცნობილი ქართველები, რომელთა სიცოცხლეც ავტოავარიებს ემსხვერპლა

ცნობილი ქართველები, რომელთა სიცოცხლეც ავტოავარიებს ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ავარიის გამომწვევ მიზეზებს შორის სამი ფაქტორი ლიდერობს - მანევრირების წესის დარღვევა (33%), საგზაო ნიშნების უგულებელყოფა (18%), საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა (14%). შემდეგ მოდის ნასვამ მდგომარეობაში საჭის მართვა (7%) და ა.შ.

AMBEBI.GE იმ ცნობილი ადამიანების შესახებ გიამბობთ, ვისი სიცოცხლეც ან ოჯახი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო| 5 ცნობილი და წარმატებული ქართველი, რომლებიც ავარიას ემსხვერპლნენ

დავით ცირეკიძე (შავი)

ახალ თაობას შესაძლოა არ ახსოვს, მაგრამ დავით ცირეკიძე საკმაოდ პოპულარული პრომოუტერი და მუსიკოსი იყო, მეტსახელად მას "შავის" ეძახდნენ. მისი სიცოცხლე 2003 წელს ავტოკატასტროფას შეეწირა. ამბობენ, რომ სისწრაფე ძალიან უყვარდა, თუმცა მას შემდეგ, რაც შვილი გაუჩნდა საჭეს ფრთხილად მართავდა. იმ დღეს, როცა ავტოკატასტროფაში დაიღუპა სუხიშვილების კონცერტიდან თბილისში ბრუნდებოდა. საჭესთან მეგობრის ქმარი დასვა, რადგან თვითონ დაღლილი იყო. შეჯახება ფოთში მოხდა და შავი ადგილზე გარდაიცვალა. სუხიშვილებმა "ასა ფართის" დისკი სწორედ მას მიუძღვნეს.

ჟანი კალანდაძე

2005 წელს ავტოსაგზაო შემთხვევას ემხსვერპლა გურიის მაშინდელი გუბერნატორი ჟანი კალანდაძე. ახალგაზრდა გუბერნატორი დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მისმა გარდაცვალებამ ყველას დასწყვიტა გული. ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის გურიიდან თბილისში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიალზე მიემგზავრებოდა. ავარიის დროს მასთან ერთად მისი მეგობარიც იყო, რომელიც საბედნიეროდ გადარჩა.

გიო მგელაძის ტრაგედია

15 წლის წინ, ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას რეჟისორ გიო მგელაძის ოჯახი შეეწირა. მგელაძის მეუღლე თეონა ადგილზე გარდაიცვალა. ტრაგედიის შემდეგ, გიო მგელაძე საყვარელ მეუღლეზე დიდხანს ვერ ლაპარაკობდა, ამბობენ რომ მომხდარმა ძალიან შეცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გიო მგელაძის დედა პანაშვიდზე გარდაიცვალა ნერვიულობის შედეგად, ხოლო თეონას დედამ, რომელიც ცნობილი მხატავრი იყო, თავი მოიკლა.

გელა დაიაურის ოჯახის ტრაგედია

6 წლის წინ მუცოს ხეობაში მომხდარმა ავტოავარიამ მთელი საქართველო შეძრა. მდინარეში მანქანა გადავარდა, 7 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა. პატარა ბავშვი კი მდინარემ წაიღო. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოეტმა გელა დაიაურმა ცოლი, თეონა ქუმსიაშვილი და ორი შვილი დაკარგა.

მიშა გოგუაძე

ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა ფეხბურთელ მიშა გოგუაძის სიცოცხლე. შემთხვევა გასული წლის 1 ოქტომბერს ლანჩხუთში მოხდა, "გურიის" მეკარეს ნაწვიმარ ტრასაზე მანქანა მოუცურდა და როგორც თვითმხილველები ამბობენ, 7 მეტრის სიმაღლეზე ჰაერში ავარდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ქართველი ავტომრბოლელები

ავტოსაგზაო შემთხვევებისგან დაცული არც პროფესიონალი მრბოლელები არიან. ბოლო წლებში რამდენიმე ავტომრბოლელი სწორედ ავარიას ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ დათუნა მიქელაძე, გიორგი აიწურაძე, მეტსახელად "კაპოტა", ზვიად ადეიშვილი "ადე", რომელსაც დრიფტის მეფეს უწოდებდნენ და შემდეგ ქართველი "სთრითრეისერი" გიორგი თევზაძე, მეტსახელად "თევზი". გიორგი თევზაძე 2013 წელს დაიღუპა. შემთხვევა ბათუმში მოხდა, საჭესთან თევზაძის მეგობარი იჯდა, მანქანა ხეს შეეჯახა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლს" - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

"მეუფე სპირიდონს მადლობა უნდა ვუთხრათ, ქუჩიდან წამოიყვანა ბავშვები და უვლიდა" - მეუფე ნიკოლოზი

დღეს სულთმოფენობაა - "საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება"