"გაიხარეს "ნაცებმაც", გაიხარეს რუსებმაც, ჩემი შვილი ცოცხალი აღარ არის" - რას ყვება შვილებზე თარხან ბათირაშვილის მამა?

"გაიხარეს "ნაცებმაც", გაიხარეს რუსებმაც, ჩემი შვილი ცოცხალი აღარ არის" - რას ყვება შვილებზე თარხან ბათირაშვილის მამა?

ერთი კვირის წინ ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" დაადასტურა ინფორმაცია მათი ერთ-ერთი ლიდერის ომარ-ალ შიშანის - თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ. მანამდე კი პენტაგონი ავრცელებდა ინფორმაციას ბათირაშვილის მძიმედ დაჭრისა და სიკვდილის შესახებ, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდებოდა.

ბი-ბი-სი-ს რუსული რედაქციის კორესპონდენტი გარდაცვლილი ლიდერის მამას ესაუბრა, რომელიც, მოგეხსენებათ, პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში მარტო ცხოვრობს.

"გაიხარეს "ნაცებმაც" - სააკაშვილის ყოფილმა მთავრობამ, გაიხარეს რუსებმაც, ჩემი შვილი ცოცხალი აღარ არის. პირველად რომ გამოაცხადეს თარხანის დაღუპვის ამბავი, მართლა შემეშინდა. შემდეგ ამ ინფორმაციას რომ იმეორებდნენ, მივხვდი ცრუ ინფორმაცია იყო. იმედი მქონდა, ამჯერადაც იტყუებოდნენ, მაგრამ ეხლა სიმართლე ყოფილა.

მე ხომ ქრისტიანი ვარ და მათთვის მიუღებელია ქრისტიანს სამძიმარი გამოუცხადონ. თარხანი მუსლიმანი იყო, როგორც მისი ძმები. ხშირად არ ვიყავი სახლში, სამუშაოდ დავდიოდი ხან გროზნოში, ხან რუსეთში და ისინი დედის ნათესავებთან იზრდებოდნენ. თარხანის დეიდაშვილი ვაჰაბიტი იყო და მოკლეს, ამის გამო ძმები ძალიან გაბრაზდნენ. სოფელში ქრისტიანი მხოლოდ რამდენიმე მოხუციღა დავრჩით.

ჩემი შვილები სამივენი ძალიან კარგად სწავლობდნენ. უფროსი შვილი თამაზი მესამე კურსის სტუდენტი იყო, საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობდა და ფულის გადაუხდელობის გამო სასწავლებლიდან გამოუშვეს, 400 დოლარი უნდა გადაგვეხადა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი