"თეო მეუბნებოდა, წასვლისა მეშინიაო" - მუცოს ტრაგედიიდან ხუთი წელი გავიდა

"თეო მეუბნებოდა, წასვლისა მეშინიაო" - მუცოს ტრაგედიიდან ხუთი წელი გავიდა

"ყველა დედას მოვუწოდებ, გული ცუდს რომ უკარნახებთ, აუცილებლად მიენდონ გულისთქმას და ჩემსავით არ მოუვიდეთ შეცდომა..."

"საპატრიარქოში იმ ავარიას ცოცხლად გადარჩენილ თეონა ჭინჭარაულს შევხვდი, მამუკა იმ მომენტში სწორედ მას ჰყოლია ხელში. თეონამ მიამბო, ბერდომ სოფოს უთხრა, ცუდად ვარო და სოფომაც მე მომაჩეჩა ბავშვი, თან ჩანთაში წამალს დაუწყო ძებნა, მაგრამ ვერაფერი მოასწრო, რადგან ბერდომ მინას მიადო თავი და ეგრევე ჩამოუვარდაო. ჩემმა ძმამაც მითხრა, ბერდია უკვე დაღუპული იყო, მდინარეში რომ ჩავარდა, რადგან წვეთი წყალი არ აქვს ჩაყლაპულიო."

2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა და დაამწუხრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ - "ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი, თეონას და - ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი - მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა ვერ იპოვნეს. თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.

გთავაზობთ სტატიას გაზეთ "ყველა სიხალის" არქივიდან, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა:

მუცოს ხეობის ტრაგედია

გასახსენებლად მძიმეა, მაგრამ მაინც ვცადეთ და ბერდია არაბულის დედას, ქალბატონ ნინო წიკლაურს, რომელსაც დღემდე არავისთან უსაუბრია ამ ამბავზე, ბარისახოში დავურეკეთ... განაგრძეთ კითხვა

"სინოფარმის" ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა" - თამარ გაბუნია

"ტოიოტა კავკასიამ” (TCA) რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე „TOYOTA LAND CRUISER 300” წარადგინა

საიტი, სადაც "სინოფარმის" ვაქცინაზე უნდა დარეგისტრირდეთ, გათიშულია - მიმდინარეობს ტექნიკური განახლება