"კლუბში წასვლაზე უარს არასდროს ვამბობ..." - ვის გვერდით ისვენებს ნათია წიწილაშვილი კომფორტულად

"კლუბში წასვლაზე უარს არასდროს ვამბობ..." - ვის გვერდით ისვენებს ნათია წიწილაშვილი კომფორტულად

"მზე, ზღვა, გარუჯული სხეული - ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი ბედნიერებაა", - მითხრა მსახიობმა ნათია წიწილაშვილმა, რომელიც მთის კურორტებს არ სწყალობს... საკურორტო რომანი არასდროს ჰქონია. ამბობს, რომ კურორტზე დაწყებული ურთიერთობა ხანმოკლეა და უმეტესწილად, იქვე მთავრდება.

- ნათია, სად აპირებ შვებულების გატარებას?

- პირველ რიგში, ბავშვი მიმყავს ორი კვირით ზღვაზე, გონიოში. მამამ ბორჯომში უკვე დაასვენა და ახლა მინდა, ცოტა იოდიც მიიღოს ბავშვმა. მერე სად წავალ, აღარ ვიცი.

- როგორი დასვენება გიყვარს - აქტიური თუ შედარებით პასიური?

- მას შემდეგ, რაც შვილთან ერთად მიწევს სადმე წასვლა, ე.წ. პენსიონერულ დასვენებას ვანიჭებ უპირატესობას. მაგრამ, რა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად ყოფნისას, ასეთი დასვენება არ გამომდის, რაზეც გული ნამდვილად არ მწყდება (იღიმის).

- შვებულების დროს შენთვის ყველაზე დიდი კომფორტი რა არის?

- თავისთავად, კომფორტია ისიც, რომ დატვირთული რეჟიმის შემდეგ საშუალება მაქვს, კარგად დავისვენო და მეტი დრო დავუთმო შვილს, საყვარელ ადამიანებს. მთელი წლის თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, ადამიანს გჭირდება სიმშვიდეში ყოფნაც და თუ განტვირთვას წელიწადში ერთხელ მაინც ვერ ახერხებ, ეს ძალზე ცუდია.

- ვინ არიან ადამიანები, ვის გვერდითაც ყოველთვის კომფორტულად ისვენებ?

- კომფორტულად მეგობრებთან ერთად ვისვენებ, რასაც ვერ ვიტყვი ჩემს შვილზე: პატარას სულ ყურადღება სჭირდება, თვალს ვერ მოაცილებ, თავის დროზე უნდა გაუკეთო ყველაფერი. ამიტომ, მასთან ერთად სადმე წასვლას დასვენებად არ მივიჩნევ.

- ზღვაზე ყოფნისას, ღამის კლუბებს თუ სტუმრობ?

- რა თქმა უნდა, ვსტუმრობ... თუ მაქვს ამის საშუალება და ჩემთან ერთად მყოფი ადამიანებიც მხარს ამიბამენ, კლუბში წასვლაზე უარს არასდროს ვამბობ.

- ალკოჰოლსაც მიირთმევ კარგი განწყობის შესაქმნელად?

- დიახ, ალკოჰოლსაც მივირთმევ, ეს მეგობრებთან ერთად კარგად გართობის მშვენიერი ხერხია. ალკოჰოლი სითამამეს გმატებს, მეტად "იხსნები" და უკეთ ახერხებ საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის საუკეთესოდ გატარებას.

- ცეკვა გიყვარს?

- კი, ცეკვაც მიყვარს. არ განვეკუთვნები ადამიანების იმ კატეგორიას, რომლებიც კლუბში სხედან და წამოდგომასაც არ აპირებენ. მოკლედ, კლუბში იმის სანახავად არ დავდივარ, თუ ვინ როგორ გამოიყურება.

- ნამზეური გიყვარს? გასარუჯად სოლარიუმში თუ დადიხარ?

- ნამზეური ძალიან მიყვარს და სოლარიუმში ხშირად სიარული მავნებელი რომ არ იყოს, მთელი წე­ლი გარუჯული ვივლიდი. გაზაფხულზე ვიწყებ სოლარიუმში სიარულს (თუმცა - არა ინტენსიურად), რომ სეზონზე "ბელასნეჟკა" არ ვიყო. როცა თბილა, ბუნება ლამაზდება და მზე გათბობს, სურვილი გიჩნდება, საკუთარ გარეგნობაზე უფრო მეტად იზრუნო... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი