"ცრემლი სისუსტის ნიშანი არ არის" - სიამაყის, სიყვარულისა და ბევრი კარგი ემოციის თაიგული

"ცრემლი სისუსტის ნიშანი არ არის" - სიამაყის, სიყვარულისა და ბევრი კარგი ემოციის თაიგული

სალომე ჩიტიაშვილი 15 წელია, სცენაზე დგას და ცეკვავს - ის ანსამბლ "სუხიშვილების" მოცეკვავეა. მისი ერთ-ერთი ჰობი მოგზაურობაა. უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, რომლებიც თავს არასდროს აბეზრებენ.

- რა ასაკიდან დაიწყე ცეკვა?

- 8 წლის ვიყავი, ცეკვაზე რომ შემიყვანეს. სცენაზე დგომა ძალიან მომწონდა, ენერგიით მავსებდა და ამიტომ გადავწყვიტე, ცეკვა ჩემს პროფესიად მექცია.

- გაგვაცანი შენი ოჯახი...

- დედა ფიზიკოსია, მამა - ინჟინერი. მყავს უფროსი და ელენე, რომელიც ასევე, "სუხიშვილების" ანსამბლის წევრია. ორივეს ცეკვისადმი დიდი ინტერესი გვქონდა და საოცრად მონდომებულებიც ვიყავით.

- გარდა იმისა, რომ ცეკვავ, კიდევ რა პროფესია გაქვს?

- სამხატვრო აკადემია დავამთავრე, სპეციალობით ფერწერის რესტავრატორი ვარ. ძალიან მომწონს ეს საქმე. მაგისტრატურაში გამოცდების ჩაბარებასაც ვაპირებ. ჩემი ერთ-ერთი ჰობი მოგზაურობაა და "სუხიშვილებთან" ერთად, თითქმის მთელი მსოფლიო შემოვიარე.

- კიდევ რა ჰობი გაქვს?

- ძალიან მიყვარს ფეხით სიარული. კიდევ, თავისუფალი დროის მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გატარება. ვიყო რიგითი "სუხიშვილი", ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ჩემი ქვეყნის ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას წარმოვაჩენ.

- როგორც ფერწერის რესტავრატორს, თუ გიმუშვია?

- არა, მაგრამ იმედია, მომავალში ჩემს მეორე საყვარელ პროფესიასაც გამოვიყენებ.

- ახლა რამდენი წლის ხარ?

-  23-ის გახლავართ. 15 წელია, ვცეკვავ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არასდროს მომბეზრდება.

- შენთვის სცენაზე დგომა რა შეგრძნებაა?

- ეს უდიდესი ბედნიერებაა. ანსამბლში მოხვედრა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ძალიან მიხარია, რომ ეს ოცნება რეალობად იქცა. რა გრძნობაა სცენაზე დგომა? - ეს ყველაზე კარგი რამ არის, რაც კი ოდესმე შეიძლება, ადამიანს დაგეუფლოს - სიამაყის, სიყვარულისა და ბევრი კარგი ემოციის თაიგულია.

- დღის განმავლობაში რამდენ საათს რეპეტიციობთ?

- დღის უმეტეს ნაწილს რეპეტიციებს ვუთმობთ. კონცერტის წინ, დღეში ორჯერაც გვქონია რეპეტიცია. იღლები, მაგრამ ეს დაღლაც სასიამოვნოა. თუ ნებისყოფა არ გაქვს, პროფესიონალად ვერ ჩამოყალიბდები.

- ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რომელმა ქვეყანამ მოახდინა?

- ქვეყანა თავისებურად საინტერესოა, მაგრამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჰონკონგმა მოახდინა. ასევე, დაუვიწყარი იყო ეგვიპტეში, პირამიდების ფონზე გამართული კონცერტი. ამ შეგრძნებას სიტყვებით მართლა ვერ გადმოვცემ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი