რატომ არ შეიძლება მთაწმინდის პარკში პატარების შესვლა ველოსიპედებით - ადმინისტრაციის კომენტარი

რატომ არ შეიძლება მთაწმინდის პარკში პატარების შესვლა ველოსიპედებით -  ადმინისტრაციის კომენტარი

ambebi.ge-ს მთაწმინდის პარკიდან მკითხველმა მოაწოდა ფოტოები და ინფორმაცია, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ველოსიპედით არ შეუშვეს.

როგორც ბავშვების მამა ამბობს, პატარებს ველოსიპედებით პარკში შესვლის უფლება დაცვის პოლიციამ არ მისცა.

"ბავშვები ავიყვანე მთაწმინდაზე. ველოსიპედებით, ერთი არის 3 წლის, მეორე 6 წლის. ცენტრალურ შესასვლელში, სადაც ავტობუსებიც კი შედიან დაცვის პოლიციამ ბავშვების ველოსიპედით შეყვანის უფლება არ მოგვცა.

გაოცებული დავრჩი. რატომ არის ეს პარკი, თუ ბავშვმა ველოსიპედით არ იარა. ბავშვმა კი არა დიდმაც უნდა იაროს. მაშინ როცა ტრორუარები იქმნება ველოსიპედით სასიარულოდ, ბავშვებს მთაწმინდის პარკში არ უშვებენ. ნამდვილად არ ველოდებოდი ამას. ადმინისტრაციის ნომერი არ მომცეს, რომ დავლაპარაკებოდი. ასეთი წესია ჩვენთან რომ ბავშვებს ველოსიპედით ვერ შემოვუშვებთ, რაღაც შემთხვევევბი ხვდებაო. რა შემთხვევა უნდა მოახდინოს ბავშვმა მთაწმინდის პარკში. ნამდვილად არ ველოდებოდი ამას, ეს ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის.

კერძო საკუთრებაოო, - თუნდაც კერძო საკუთრებაა. მერე რა? -რა ზარალი უნდა მიაყენოს ბავშვმა, რომელიც ველოსიპედით ავა პარკში. თუ ეს მათთვის ზარალია, ესიგი ძალიან დიდი პრობლემა აქვთ." - აღნიშნა პატარების მამამ.

ambebi.ge მთაწმინდის პარკის საინფორმაციო ცენტრს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მთაწმინდის პარკის რელიეფური მდებარეობის გამო, ველოსიპედებით, როლიკებით, სამაკატებით და სკეიდბორდებით  ბავშვების შესვლა მათივე უსაფრთხოების მიზნით აკრძალულია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი